კვების ჯაჭვი
ცოცხალ არსებებს სჭირდებათ საკვები. ისინი საკვებით ცოცხლობენ. მცენარეებიც იკვებებიან. კვების გარეშე მცენარეები ვერ იცოცხლებენ.
მცენარეები ნიადაგიდან იზრდებიან. მათ ნიადაგი აძლევთ საკვებს.მცენარეებს მზე, წყალი და ჰაერიც სჭირდებათ საკვების მოსამზადებლად.
ამასთანავე, მცენარეები თვითონ არიან საკვები. მცენარე ცხოველებს და მწერებს კვებავს. მცენარეებს ცხოველები ჭამენ. მცენარეებს მწერებიც ჭამენ. მათ მცენარეების მჭამელები ჰქვიათ.ზოგი მათ ბალახისმჭამელებსაც ეძახის.
მცენარეებს ჭამს კალია. კალია მწერია. კალია მცენარის მჭამელი მწერია. კალია ბალახისმჭამელი მწერია.
მცენარეებს ჭამს კურდღელიც. კურდღელი მცენარის მჭამელი ცხოველია. კურდღელიც ბალახისმჭამელი ცხოველია. მას უყვარს მწვანე ბალახი და ხის ქერქები.
ბალახისმჭამელი ცხოველია ძროხაც. ძროხა შინაური ცხოველია: ის ბალახით იკვებება. ძროხა რომ ბალახს ჭამს, ამას ქართულად ბალახის ძოვას ეძახიან...
ყველა ცხოველი არ იკვებება მცენარეებით. ზოგი ცხოველი თავისზე პატარა ცხოველს ჭამს. მგელს არ უყვარს მცენარეები. მგელი ცხოველებით იკვებება. მგელი ჭამს კურდღელს. მგელი ხორცისმჭამელი ცხოველია. ხორცის მჭამელ ცხოველებს მტაცებელ ცხოველებსაც ეძახიან. მგელი მტაცებელი ცხოველია.
მტაცებელი ცხოველები არიან მელა, ტურა, ლომი... ისინი თავიანთზე პატარა ცხოველებს ჭამენ, ესე იგი, ხორცისმჭამელები არიან. ისინი არ იკვებებიან მცენარეებით...
როგორც უკვე ვთქვით, კალია ჭამს მცენარეებს. კალია მცენარეებით იკვებება და იზრდება. კალია მცენარეების მჭამელია. კალია ბალახისმჭამელია.
კალიას ჭამს ბაყაყი. ბაყაყი კალიათი იკვებება და იზრდება. ბაყაყი მწერების მჭამელია
ბაყაყს ჭამს თევზი. თევზი ბაყაყით იკვებება და იზრდება. თევზიც ხორცისმჭამელია.
თევზს ჭამს დათვი. დათვი თევზით იკვებება. დათვი ხორცითაც იკვებება. დათვი თაფლითა და კენკრითაც იკვებება. დათვი თევზით, ხორცით, თაფლით და კენკრით იკვებება და იზრდება. რადგან დათვი ნაირგვარ საკვებს ჭამს, მას ნაირმჭამელ ცხოველს ეძახიან.
ეს საკვების ჯაჭვია. ჯაჭვის მთავარი ნაწილებია:
მცენარეები და ბალახები;
ბალახისმჭამელები ანუ მცენარეების მჭამელები;
ხორცისმჭამელები ანუ მტაცებლები;
ნაირმჭამელები...