კაცი, რომელიც კოსმოსიდან გადმოხტა


 

ფელიქს ბაუმგარტნერი

იგი მსოფლიოში ყველასთვის ცნობილი გახდა. მის ნახტომს მთელი მსოფლიო ტელევიზიისა და ინტერნეტის საშუალებით თვალყურს ადევნებდა. 2012 წლის 14 ოქტომბერს ავსტრიელი ფელიქს ბაუმგარტნერი კოსმოსიდან პარაშუტით გადმოხტა. ავსტრიელი რეკორდსმენი პროფესიით მფრინავია. მას 16 წლიდან იტაცებდა სიმაღლიდან ხტომა. ხტებოდა ხიდებიდან, კლდეებიდან, აკეთებდა აკრობატულ ილეთებს. ბაუმგარტნერი რიო დე-ჟანეიროს ქრისტეს ქანდაკებიდანაც წარმატებით გადმოხტა. ამ ნახტომის შემდეგ ამ მამაცი ადამიანით ბევრი დაინტერესდა. ბაუმგარტნერმა მათ კოსმოსიდან გადმოხტომის აზრი გაუზიარა. მისი იდეა მალევე დააფინანსეს. საჭირო აღჭურვილობითა და ტეqნიკით მოამარაგეს. ფელიქსმა კოსმოსიდან გადმოხტომასაც წარმატებით გაართვა თავი.

 

ბაუმგარტნერმა თავისი ნახტომით მსოფლიოს სამი რეკორდი ერთდროულად დაამყარა: 1) ყველაზე ხანგრძლივი თავისუფალი ფრენა. რეკორდსემნის თავისუფალი ვარდნის ხანგრძლივობა 4 წუთი და 20 წამი გაგრძელდა, მაშინ, როდესაც ზემოთ ასასვლელად საჰაერო ბურთს 2 საათი და 16 წუთი დასჭირდა. 2) ბაუმგარტნერი სამყაროში ყველაზე დიდი სიმაღალიდან გადმოხტა- საჰაერო ბურთიდან მხოლოდ მაშინ გადმოეშვა, როცა მან 39 კილომეტრ სიმაღლეს მიაღწია. 3) მესამე რეკორდი სპორტსმენმა ყველაზე სწრაფად ფრენაში დაამკვიდრა: იგი ხმელეთისაკენ 1341,9 კილომეტრ/საათი სიჩქარით მოფრინავდა. ამ დრომდე ასე სწრაფად არავის უფრენია. თუმცა ამ რეკორდის გაუმჯობესება უკვე სცადა ამერიკელმა მფრინავმა ჯო კიტინგერმა, რომელმაც მხოლოდ 988 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია.

ბაუმგარტნერის რეკორდი განუმეორებელი სანახაობა იყო. რეკორდსმენს გულშემატკივრები და ექიმები ნიუ-მექსიკოს უდაბნოში ელოდნენ. წინასწარი გათვლით, იგი აქ უნდა დაფრენილიყო.

აქ მას გადმოხტომამდელი რეკორდსმენიც ელოდა. ჯო კიტინგერმა ბაუმგარტნერს ახალი რეკორდის დამყარება მიულოცა და წარმატებები უსურვა. ფელიქსმა კი საკუთარი ნახტომის შესახებ ასეთი კომენტარი გააკეთა: „ხანდახან მართლა ძალიან მაღლა უნდა ახვიდე, რომ მიხვდე, რამდენად პატარა ხარ შენ!“