ბრუნეი
ბრუნეი არის სახელმწიფო აზიაში. ის მდებარეობს მალაიზიასთან ახლოს, ბორნეოს კუნძულზე. სახელმწიფო ენა არის მალაური. ბრუნეიში ხალხი აგრეთვე საუბრობს ინგლისურად და ჩინურად. ბრუნეის სულთანი მართავს. აქ არჩევნები არასოდეს ტარდება. სულთანი და მისი ოჯახის წევრები მთელი სახელმწიფოს მმართველები არიან. ბრუნეის დედაქალაქია ბანდარ-სერი-ბეგავანი. ბრუნეი მდიდარია ნავთობითა და გაზით. სახელმწიფომ მათი გაყიდვით დიდი შემოსავალი მიიღო. ბრუნეის სულთანი ცდილობს, აქ ბევრი ტურისტი მოიზიდოს.
ბრუნეიში საინტერესო სანახავი ბევრი არაფერია. თუმცა ბოლო დროს აქ ძალიან ლამაზ შენობებს აშენებენ. ბრუნეიში ყველაფერი მდიდრულია. შენობები ოქროთი და ძვირფასი ქვებითაა მორთული. ყველგან ლამაზი სასტუმროებია. ბრუნეიში ჩასული ტურისტი ნამდვილ ფუფუნებაში ცხოვრობს.
ბრუნეის სულთანი
ბრუნეის სულთანი არის ჰასანალ ბოლკია. სულთანი იგივეა, რაც მეფე. ის ბრუნეის სახელმწიფოს მართავს. ნავთობის გამო ბრუნეის სახელმწიფო ძალიან გამდიდრდა. ბრუნეის სულთანი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანია.
ბრუნეის სულთნის ოჯახი
ბრუნეის სულთანს დიდი ოჯახი ჰყავს. მას სამი მეუღლე ჰყავდა. სამივე მეუღლესთან შვილები ჰყავს. სულთანს სულ 12 შვილი ჰყავს. სულთნის გარდაცვალების შემდეგ მისი ერთ-ერთი ვაჟი გახდება ქვეყნის ახალი სულთანი.
ბრუნეის სულთნის სიმდიდრე
როგორც უკვე იცით, ბრუნეის სულთანი ძალიან მდიდარი ადამიანია. ის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარია მსოფლიოში. მას აქვს ბევრი ძვირფასი მანქანა და თვითმფრინავი. განსაკუთრებით ლამაზია მისი იახტა, რითაც სულთანი თავი მეგობრებთან ერთად ზღვაში ხშირად სეირნობს.
ბრუნეიში ყველაზე ძვირადღირებული მაინც სულთნის სასახლეა. ის მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული სასახლეა. სასახლე ბრუნეის დედაქალაქში მდებარეობს. მის ასაშენებლად 1,4 მილიარდი დოლარი დაიხარჯა. ბრუნეის სასახლეს ოქროს გუმბათი აქვს. მასში უამრავი აუზი და გასართობი საშუალებაა. ბრუნეის სასახლის ნახვა ყველას არ შეუძლია. აქ ბრუნეის სულთანი ცხოვრობს და სასახლის დათვალიერება მხოლოდ მის სტუმრებს შეუძლიათ.
სასახლის გარშემო წყალია. სასახლე განსაკუთრებით ლამაზია ღამით. ღამით მისი ოქროს გუმბათი მთელ ქალაქში ჩანს. ტურისტები ხშირად მიდიან ბრუნეის სასახლის სანახავად. ამ სასახლით ბრუნეის ყველა მაცხოვრებელი ამაყობს.