საჯარო ხელოვნება


 

ბავშვები ხატავენ კედელზე.

მსოფლიოს ყველა ქვეყანაში შეგიძლიათ ნახოთ საჯარო ხელოვნების ნიმუშები.

საჯარო ხელოვნება მოიცავს ხელოვნების ისეთ ნიმუშებს, რომელთა ნახვაც ყველა მსურველს შეუძლია.

კედელზე შესრულებულ ნახატებს ეწოდება კედლის ფერწერა ანუ ფრესკა.

საჯარო ხელოვნება შეიძლება იყოს შენობები, ფრესკები, ქანდაკებები...

საჯარო ხელოვნება შესაძლებელია გაკეთდეს ნებისმიერი სახის საგნისგან. საჯარო ხელოვნება გავრცელებულია მთელ მსოფლიოში.

საჯარო ხელოვნების ნიმუშების შესაქმნელად გამოიყენება საღებავები, ქვიშა, ყინული. ასევე - გადამუშავებული საგნები.

 

სახალხო თავშეყრის ადგილები

სახალხო თავშეყრის ადგილებში, ისეთებში, როგორებიცაა პარკები და სკვერები, ხშირად გვხვდება საჯარო ხელოვნების ნიმუშები. ამ ნიმუშებს ხშირად აქვთ თავიანთი დასახელებები ან არსებობს მათთან დაკავშირებული ისტორიები.

ზოგიერთ საჯარო ადგილას გვხვდება ცნობილი ადამიანების ქანდაკებები. საჯარო ხელოვნების ნიმუში შესაძლოა ასევე იყოს თვითონ ბაღი, სკვერი ან შადრევანი.

ეს საპირფარეშო ხელოვნების ნიმუშია. ის არის ახალ ზელანდიაში და გაკეთებულია ცნობილი ხელოვანის მიერ. კედლები სხვადასხვა ფერისაა. საპირფარეშო ძალიან ნათელია. ფანჯრებში მინების მაგივრად მინის ბოთლებია გამოყენებული. საპირფარეშოში არის ცოცხალი ხე.

 

პრეზიდენტების ქანდაკებები

ეს ქანდაკებები ამერიკაშია. პრეზიდენტების ქანდაკებები ამოკვეთილია კლდეზე. ისინი 18 მეტრის სიმაღლისაა. ამერიკის ოთხი პრეზიდენტის სახეა ამოკვეთილი. ესენი არიან: ჯორჯ ვაშინგტონი, ტომას ჯეფერსონი, თეოდორ რუზველტი, აბრაამ ლინკოლნი.

 

განათებები

განათებებიც, ასევე, შესაძლოა იყოს საჯარო ხელოვნების შემადგენელი ნაწილი. ხშირად შეხვდებით ღამით ნათურებით განათებულ შენობებს. ზოგჯერ სახლებს და შენობებს განსაკუთრებული შემთხვევებისთვის ანათებენ. ახალ წელს თითქმის ყველა შენობა სხვადასხვაფრად არის განათებული.

ყინულის ქანდაკებები

ძალიან რთულია ყინულის ქანდაკებების გაკეთება. ყინულის ქანდაკებებს ძირითადად აკეთებენ ყინულის ფილებისგან. სპეციალური იარაღები გამოიყენება ყინულის ქანდაკებების გასაკეთებლად.

ზოგიერთი ყინულის ქანდაკება პატარაა. ის შეიძლება დაიდოს მაგიდაზე. ზოგიერთი მათგანი კი ძალიან დიდია. იმდენად დიდია, რომ შეგიძლიათ შიგნითაც შეხვიდეთ.

 

 

ყინულის სასტუმრო

ყინულის სასტუმრო არის კვებეკში, კანადაში. ყინულის სასტუმრო გაკეთებულია თოვლისა და ყინულისგან. ის ღიაა იანვრიდან მარტამდე. შემდეგ იწყებს დნობას. საგნების უმეტესობა სასტუმროში დამზადებულია ყინულისგან და თოვლისგან. მთლიანად შენობა და და საწოლები დამზადებულია ყინულისგან. ჭურჭელიც კი სასტუმროში ყინულისაა.

 

ხეები და ბუჩქები. ხეებისგან გაკეთებული ფიგურების ბაღი

ხეები ისე შეიძლება გაისხლას, რომ იყოს სხვადასხვა ზომის ხელოვნების ნიმუში.

ამას ეწოდება ხეების იგურულად ჭრის ხელოვნება.

მებაღეები ხისგან და ბუჩქისგან აკეთებენ სხვადასხვა ფორმის ფიგურებს. ზოგიერთ ხეს აქვს ბურთის მსგავსი, მრგვალი ფორმა, ზოგს - კოშკის ფორმა, ზოგს კი - ცხოველების.

 

ქვიშის ქანდაკებები. ქვიშის დრაკონი

საჯარო ხელოვნების ნიმუში შეიძლება იყოს ქვიშის ქანდაკება. ძალიან ნესტიანი ქვიშა გამოიყენება ქანდაკებების შესაქმნელად. წყლის მაგივრად გამოიყენება წებო, რათა ქვიშის ქანდაკება ადვილად არ დაიშალოს.

არსებობს ქვიშისგან გაკეთებული კოშკები. ქვიშისგან აკეთებენ კედლებს და თაღებს. ქვიშის კოშკების გამოსაქანდაკებლად განსაკუთრებული სამუშაო იარაღები გამოიყენება.

 

ნახატები კედელზე

ზოგჯერ ხალხი წერს და ხატავს კედელზე, იქ, სადაც არ არის ნებადართული. ზოგი ფიქრობს, რომ ეს არის ხელოვნება. ნახატები შესრულებულია საღებავებით და ფუნჯით.

ნახატები ასევე შესრულებულია ბეტონზე ცარცით. ესეც საჯარო ხელოვნების ნიმუშია.

 

საჯარო ხელოვნება არის ყველგან ჩვენ ირგვლივ. მიიხედ-მოიხედე: იქ, სადაც შენ ცხოვრობ, აუცილებლად ნახავ რამე ისეთს, რაც შესაძლოა საჯარო ხელოვნების ნიმუში იყოს.