ბეჰემოთი


ბეჰემოთი არის წყლის მოყვარული ძუძუმწოვარი, რომელიც ცხოვრობს მდინარეებში, ტბებსა და ჭაობში. ამის გამო ძველი ბერძნები მას „წყლის ცხენს“ უწოდებენ.

 

წინათ ბეჰემოთები უფრო გავრცელებულები იყვნენ, თუმცა დღესდღეობით ისინი ცხოვრობენ ძირითადად აფრიკაში, კერძოდ, აღმოსავლეთ ცენტრალურ და სამხრეთ საჰარაში.

დღის უმეტეს ნაწილს ბეჰემოთები ატარებენ ტალახსა და წყალში, რათა სიგრილე შეინარჩუნონ აფრიკის მცხუნვარე მზის პირობებში.

ბეჰემოთი არის დედამიწაზე არსებულ ძუძუმწოვართა შორის ზომით მესამე სპილოსა და მარტორქის შემდეგ.

ბეჰემოთი წყალში თავისუფლად გრძობს თავს, არის კარგი მცურავი და შეუძლია წყალქვეშ დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში სუნთქვის გარეშე ცურვა.

თვალები და ნესტო განლაგებული აქვს თავის ზედა ნაწილში, რაც საშუალებას აძლევს, ისუნთქოს ცურვის დროს, ჩაყვინთულ მდგომარეობაში.

ბეჰემოთი უმეტესწილად თბება ტბებისა და მდინარეების სანაპიროზე და გამოყოფს წითელი ფერის ზეთოვან ნივთიერებას, რომელიც წარმოადგენს მზისგან კანის დამცველ სითხეს და ასევე იცავს სხეულს სხვადასხვა მიკრობებისგან.

მზის ჩასვლისთანავე ბეჰემოთი ტოვებს წყალს და გადის საკვების საძიებლად. საშუალოდ ის გადის ღამეში 10 კილომეტრს და ჭამს დაახლოებით 35 კილოგრამ ბალახს.

ბეჰემოთის ნაშიერი დაბადებისთანავე საშუალოდ იწონის 45 კილოგრამს და შეუძლია ძუძუთი კვება როგორც ხმელეთზე, ისე წყალში. წყალში ყოფნისას ყურები და ნესტოები დაცობილი აქვს და მას შეუძლია წყალქვეშ იკვებოს.

თითოეულ მდედრ ბეჰემოთს ჰყავს მხოლოდ ერთი ნაშიერი ყოველ 2 წელიწადში ერთხელ. ახალშობილ ბეჰემოთზე ზრუნვას დედა იწყებს. იგი ზრუნავს იმაზე, რომ პატარამ შეიძინოს ის ძირითადი უნარები, რომლებიც დაეხმარება მას ისეთი მტაცებელი ცხოველებისგან თავდაცვაში, როგორებიცაა ნიანგი, ლომი, აფთარი და სხვა.

როგორც უკვე გითხარით, წინათ ბეჰემოთები უფრო გავრცელებულები იყვნენ სხვადასხვა ქვეყანაში და მათი რაოდენობა გაცილებით დიდი იყო, დღეს კი ისინი მხოლოდ აფრიკაში ცხოვრობენ და მათი რიცხვი თანდათანობით მცირდება.