მახინჯი იხვის ამბავი


 

სოფლის ერთ ეზოში ბევრი ფრინველი ცხოვრობდა. იხვები, ქათმები, ბატები და ინდაურები. ერთმა იხვმა ჭუკები გამოჩეკა. იხვმა ერთი მახინჯი ჭუკი გამოჩეკა. დედა იხვი შეწუხდა. ყველა ჭუკი ფუმფულა და ლამაზი იყო. მხოლოდ ერთი ჭუკი იყო მახინჯი.

 

 

მახინჯი ჭუკი ფრინველებმა დაჩაგრეს. მამალმა ჭუკს დაჰყივლა. ინდაურმა ჭუკს ჩაუნისკარტა. კრუხმა ჭუკს დაუკაკანა. ბატმა კი მახინჯი დაუძახა.

 

 

მახინჯი ჭუკი ქათმებმა საქათმეში არ შეუშვეს. მახინჯი ჭუკი არც ბატებმა შეუშვეს. მახინჯი ჭუკი არც ინდაურებმა არ შეუშვეს. ბოლოს ფრინველებმა ჭუკი ეზოდან გააგდეს.

 

 

მახინჯი ჭუკი წავიდა და მდინარის პირას დაიწყო ცხოვრება. მდინარის პირას ჭუკი მარტო ცხოვრობდა.

ერთხელ მდინარის პირას გედები მოფრინდნენ. გედები თეთრები და მშვენიერები იყვნენ. მშვენიერმა გედებმა მდინარეში შეცურეს. იხვის ჭუკი გედებს თვალს ვერ აშორებდა.

მას ძალიან მოსწონდა თეთრი გედები. მახინჯი ჭუკი ოცნებობდა, რომ გედივით მშვენიერი ყოფილიყო.

 

 

დრო გავიდა. მახინჯი იხვის ჭუკი გაიზარდა. ერთხელ ჭუკმა მდინარეში შეცურა. მახინჯმა ჭუკმა წყალში ჩაიხედა. წყალში ულამაზესი თეთრი გედი ჩანდა.

მშვენიერი გედი ცაში აფრინდა. მან თავის ეზოს გადაუფრინა. ქათმები, ბატები და ინდაურები მშვენიერ გედს თვალს ვერ აშორებდნენ.