READING.GE

თეატრი


 

შესავალი

თეატრი ის ადგილია, სადაც სპექტაკლებს ვუყურებთ. თეატრი ძალიან ადრე საბერძნეთში გამოიგონეს. იგი ხალხის გასართობად გამოიგონეს. თეატრი ის შენობაა, სადაც ხალხი საინტერესო ამბის სანახავად მიდის. ადრე თეატრის შენობები განსხვავებული იყო. განსხვავებული იყო ბერძნული თეატრიც. ბერძნულ თეატრს ამფითეატრი ჰქვია.

ამფითეატრი არ არის შენობაში. ის გარეთაა. ამფითეატრში ხალხი მაღლაა, ხოლო სცენა დაბლაა. ამფითეატრი მრგვალია. თანამედროვე თეატრი ამფითეატრისგან ძალიან განსხვავდება. თანამედროვე თეატრი მრგვალი არ არის. თანამედროვე თეატრი ოთხკუთხედია.

 

თეატრის სახეობები

იცით, რომ თეატრი რამდენიმე სახეობისაა? ზოგი თეატრი მუსიკალურია. მუსიკალური თეატრებია: ოპერა, ოპერეტა და მიუზიკლი. მუსიკალურ თეატრში მსახიობები მღერიან და ცეკვავენ. ზოგი თეატრი დრამატულია. დრამატულ თეატრში მსახიობები ლაპარაკობენ, იცინიან, ტირიან. უსიტყვო თეატრს პანტომიმის თეატრს ჰქვია.

 

პანტომიმის თეატრში მსახიობები მოძრაობენ. ისინი არ ლაპარაკობენ, არ იცინიან და არ ტირიან. მიხვდით, ვინ არიან მსახიობები? მსახიობები თეატრში თამაშობენ. თეატრებში მსახიობები სხვადასხვა როლს თამაშობენ. ზოგიერთ თეატრში ადამიანები არ თამაშობენ. ზოგ თეატრში თოჯინები თამაშობენ. ამ თეატრს თოჯინების თეატრი ჰქვია. თოჯინების თეატრი ბავშვების საყვარელი ადგილია. აქ სახალისო და საინტერესო სპექტაკლებია.

 

სპექტაკლი

მიხვდით, რა არის სპექტაკლი? დიახ, სპექტაკლი თამაშია. სპექტაკლი თეატრის თამაშია. სპექტაკლში ამბავია მოცემული. ზოგი სპექტაკლი მხიარულია. მხიარულ სპექტაკლზე მაყურებელი იცინის. ასეთ სპექტაკლს კომედია ჰქვია. ზოგი სპექტაკლი კი სევდიანია. სევდიან სპექტაკლს ტრაგედია ჰქვია. სევდიან სპექტაკლზე ზოგი მაყურებელი ტირის.

 

ზოგ მაყურებელს ტრაგედია მოსწონს, ზოგს კი კომედია ურჩევნია. ზოგი სპექტკალი საბავშვოა. ბავშვებს ძალიან უყვართ თეატრი. თეატრში ძალიან ბევრი ადამიანი დადის.

ქართული თეატრები

საქართველოში ბევრი თეატრია. თეატრები საქართველოს ბევრ ქალაქშია. თეატრებია თბილისში, ქუთაისში, ბათუმში და სხვა ქალაქებში. საქართველოს პატარა ქალაქებშიც არის თეატრები. ყველაზე მეტი თეატრი თბილისშია. თბილისში პირველად რუსთაველის თეატრი აშენდა. რუსთაველის თეატრში მსახიობები კომედიებში და ტრაგედიებში თამაშობენ.

რუსთაველის თეატრი

რუსთაველის შემდეგ მარჯანიშვილის თეატრი აშენდა. მარჯანიშვილის თეატრი თავიდან ქუთაისში აშენდა. შემდეგ ის თბილისში გადმოიტანეს. მარჯანიშვილის თეატრში ბევრი საინტერესო სპექტაკლია. თბილისში საბავშვო თეატრიცაა. აქ მსახიობები საბავშვო სპექტაკლებს თამაშობენ.

თბილისში თოჯინების თეატრიცაა. აქ თოჯინები არიან მსახიობები. ბავშვებს ძალიან უყვართ თოჯინების თეატრი. აქ ბავშვების საყვარელი გმირები არიან. აქ თქვენი საყვარელი გმირებიც არიან: წითელქუდა, ჩექმებიანი კატა, ბრემენელი მუსიკოსები და სხვა.

მარჯანიშვილის თეატრი

 

ბოლოსიტყვაობა

თეატრებში სულ ახალ-ახალი სპექტაკლებია. კიდევ აქ ძველი, საყვარელი სპექტკალებია. თქვენ შეგიძლიათ გაიგოთ, რა სპექტაკლს თამაშობენ მსახიობები. ეს თქვენ შეგიძლიათ გაიგოთ თეატრალურ აფიშაზე. თეატრალურ აფიშას მეც ვკითხულობ. მე ვიცი, რა სპექტაკლს თამაშობენ მსახიობები დღეს. მე ვიცი, რა სპექტაკლს ითამაშებენ მსახიობები ხვალ... მე ძალიან მიყვარს თეატრი. თქვენ?