არიადნეს ძაფი


არიადნესძაფი

 

(წიგნიდანდიოგენესკასრი”)

 

ძველად ქალაქ ათენში მეფობდა ძალიან ფიცხი მეფე, სახელად ეგეოსი. მას უყვარდა სპორტული თამაშები და შეჯიბრებები, მაგრამ ბრაზდებოდა, თუ მის სპორტსმენს ვინმე აჯობებდა.

 

 

ერთ დღეს მეფემ სიბრაზე ვერ შეიკავა და გამარჯვებული სპორტსმენი მოკლა. ეს გამარჯვებული კუნძულ კრეტის მეფის, მინოსის უმცროსი ვაჟიშვილი იყო.

ამის შემდეგ ქალაქი ათენი თავისი მეფის სიფიცხის გამო ძვირ საფასურს უხდიდა კრეტის მეფეს: ყოველ ცხრა წელიწადში ერთხელ შავიალქნიან გემს შვიდი ჭაბუკი და შვიდი ულამაზესი ქალიშვილი მიჰყავდა კუნძულ კრეტაზე, რათა ისინი კაციჭამია მინოტავრისთვის შეეწირათ. მეფე მინოსს მინოტავრი კრეტის ლაბირინთში ჰყავდა დამწყვდეული.

 

ერთხელ ამორჩეულ ახალგაზრდებთან ერთად წასვლა უფლისწულმა თეზევსმაც გადაწყვიტა. მამამისი, ფიცხი მეფე, წინააღმდეგი იყო, მაგრამ თეზევსი სხვებთან ერთად მაინც ავიდა გემზე.

 

 

შავიალქნიანი გემი კუნძულ კრეტას მიუახლოვდა. ნაპირზე ყველა კრეტელი შეიკრიბა განწირულების სანახავად. Mმათ შორის მეფის ქალიშვილი არიადნეც იყო. დანაღვლიანებულ ვაჟებსა და ქალწულებს შორის მხოლოდ ერთი ჭაბუკი მოაბიჯებდა თავაწეული. ეს იყო თეზევსი. არიადნეს იგი დანახვისთანავე შეუყვარდა.

 

 

განწირულები ლაბირინთში უნდა შეეყვანათ მინოტავრთან. არიადნე გამოიპარა თავისი სასახლიდან და თეზევსს ორი რამ მიუტანა: ხმალი, რათა თეზევსს კაციჭამია მოეკლა და ძაფის გორგალი, რათა ლაბირინთის დერეფნებში არ დაკარგულიყო და უკან დასაბრუნებელი გზა ეპოვა.

არიადნეს ხმლის დახმარებით თეზევსმა დაამარცხა მინოტავრი, ხოლო მისი გორგლის მეშვეობით თეზევსმა და დანარჩენებმა ადვილად იპოვეს ლაბირინთიდან გამოსასვლელი გზა და გემზე დაბრუნდნენ.

ყველა გადარჩა. მათ მეფის ქალიშვილი არიადნეც თან წამოიყვანეს.

დღეს არიადნეს ძაფი ნიშნავს საიმედო გზის გამკვლევს რთულ სიტუაციაში.

H