საშობაო ნამცხვარი


 

საშობაო ნაცხვარი

შობა დიდი დღესასწაულია. შობის დღესასწაული ბავშვებს ძალიან უყვართ. შობისთვის სხვადასხვა საჭმელს აკეთებენ. საშობაოდ ყოველთვის აცხობენ საშობაო ნამცხვარს. საშობაო ნამცხვრის გამოცხობაში ყველა მონაწილეობს. ბავშვებს ძალიან უყვართ საშობაო ნამცხვრის გაკეთება.

საშობაო ნამცხვარი ძალიან გემრიელია. ზოგმა ბავშვმა იცის საშობაო ნამცხვრის გამოცხობის ამბავი. თქვენ იცით, როგორ გაკეთდა პირველად საშობაო ნამცხვარი?

პირველად თურმე ის მწყემსებმა გააკეთეს. ერთხელ, ზამთრის ცივ ღამეს. მწყემსები პურს აცხობდნენ. მათ გაიგეს,რომ იმ ღამით იესო ქრისტე დაიბადა. მათ ეს ამბავი ძალიან გაუხარდათ. მწყემსები მაშინვე იესოს სანახავად წავიდნენ. გამოსაცხობად ჩადებული პური დაავიწყდათ. როცა უკან ბრუნდებოდნენ პური გაახსენდათ. იფიქრეს, რომ პური დამწვარი დახვდებოდათ. როცა თავის კარავთან მივიდნენ, გაუკვირდათ: კარვიდან სასიამოვნო სუნი მოდიოდა. კარავში გემრიელი პური დახვდათ. პური ძალიან შებრაწულიყო, მაგრამ გემრიელი სუნი ჰქონდა. როცა გასინჯეს, მოეწონათ. პური დიდი იყო. მწყემსებმა ის პატარა ნაწილებად დაყვეს, რომ ხალხისთვის მიეცათ. იმ ღამით იესო ქრისტე დაიბადა, ამიტომ პურს საშობაო პური დაარქვეს. ამის შემდეგ ხალხი ყოველ წელს აკეთებს საშობაო ნამცხვარს. ნამცხვარს სხვადასხვა ფორმა აქვს: ზოგი ვარსკვლავს ჰგავს, ზოგი - ნაძვის ხეს, ზოგს გულის ფორმა აქვს. ყველა ფიქრობს რომ საშობაო ნამცხვარი განსაკუთრებით გემრიელია.