ვარსკვლავები


ვარსკვლვები

 

ლია არის დედაჩემი.

დედაჩემი ლამაზია.

გოგი არის მამაჩემი.

მამაჩემი მამაცია.

ნია არის ჩემი დაიკო.

ნია პატარაა.

მე ვარ სანდრო.

ჩვენ წითელ სახლში ვცხოვრობთ.

ჩვენი წითელი სახლი დიდ ეზოშია. დიდ ეზოში ხეებია. დიდ ეზოში სკამებია. ჩვენ ეზოში ვართ. საღამოა.

ჩვენ ვუყურებთ ვარსკვლავებს. ნიას სძინავს.

მამა უყურებს ვარსკვლავებს. „რა ლამაზი ვარსკვლავებია !“ - ამბობს მამა.

დედა უყურებს ვარსკვლავებს. „რა მშვენიერი ვარსკვლავებია!“ - ამბობს დედა.

ნია ტირის. დედა ნიას უმღერის. ნია აღარ ტირის. ნიას მოსწონს მშვენიერი სიმღერა.

ჩვენ ვუღიმით ვარსკვლავებს.