არჩევანი

 

ბავშვებს სხვადასხვა საქმის კეთება უყვართ.

სხვადასხვა ბავშვს სხვადასხვა საქმის კეთება უყვარს.

 

ნიკას უყვარს ფეხბურთი.

ნიკას უყვარს ფეხბურთის თამაში.

მას უყვარს ფეხბურთის თამაში მეგობრებთან.

 

 

სალოს უყვარს ხატვა.

სალოს უყვარს ყვავილების ხატვა.

მას უყვარს ჭრელი ყვავილების ხატვა.

მას უყვარს მეგობრებისთვის ხატვა.

 

 

თეკლას უყვარს კითხვა.

თეკლას უყვარს ახალი წიგნების კითხვა.

თეკლას უყვარს დიდი წიგნების კითხვა.

თეკლას ხმამაღლა კითხვა უყვარს.

მას უყვარს მეგობრებისთვის კითხვა.

 

 

რატის უყვარს სიმღერა.

რატის უყვარს მხიარული სიმღერები.

მას უყვარს ხმამაღლა სიმღერა.

რატი კარგად მღერის.

მეგობრებს უყვართ რატის მოსმენა.

 

 

დაჩის უყვარს შენება.

დაჩის უყვარს შენობების შენება კუბიკებისგან.

მას უყვარს მაღალი შენობების შენება.

დაჩი ჯერ პატარაა. დაჩი გაიზრდება და მაღალ შენობებს ააშენებს.

დაჩი მაღალ შენობებს მეგობრებისთვის ააშენებს.

 

 

ლიზის უყვარს წერა.

ლიზის უყვარს მოთხრობების წერა.

მას უყვარს თავისი ისტორიების წერა.

ლიზის უყვარს მეგობრების ისტორიების წერა.

ლიზი მოთხრობებს მეგობრებს უკითხავს.

მეგობრებს უყვართ ლიზის მოთხრობების მოსმენა.

 

შენ რის კეთება გიყვარს?