ხის კარი


ამ სახლს ხის კარი აქვს.

ხის კარი ძალიან დიდია.

 

ხის კარი წაბლისფერია.

ეს კარი წაბლის ხისგან არის დამზადებული.

 

ხის კარს თეთრი საკეტი აქვს.

საკეტი პატარაა და მრგვალი.

კარის თეთრ საკეტში რკინის გასაღებია.

რკინის გასაღები ვერცხლისფერია.

 

რკინის გასაღები პატარაა.

გასაღებით ხის კარის საკეტს ვკეტავ.

გასაღებით ხის კარის საკეტს ვაღებ.

სახლიდან გამოვედი. კარი დავკეტე. სახლში ვერავინ შევა.

 

კარი გავაღე და სახლში შევედი. ვერცხლისფერი გასაღები

ჯიბეში ჩავიდე.

 

ხის კარზე პატარა დაფაა. დაფაზე წერია:

ი. მგელაძე.

 

ამ სახლში მგელაძეები ცხოვრობენ.