მეტრო


 

შესავალი

მეტრო ერთ-ერთი სატრანსპორტო საშუალებაა, ისევე, როგორც ავტობუსი ან მატარებელი. ის უფრო მატარებელია, რომელიც მიწის ქვეშ დადის, თუმცა მიწის ზემოთაც უხდება ხოლმე ამოსვლა.

როცა ცხელა, მეტროთი მგზავრობა კარგია, მიწის ქვეშ ხომ გრილა. სიცივისა და დიდი ყინვების დროსაც მეტრო უსაფრთხო და თბილი ტრანსპორტია. მანქანა შეიძლება ყინულზე დაცურდეს, მეტროს კი არაფერი დაემართება.

მას შეუძლია უსაფრთხოდ მიგვიყვანოს სასურველ ადგილამდე.

 

პირველი მეტრო

როცა ინგლისელებმა მატარებელი გამოიგონეს, გადაწყვიტეს, ეს მატარებელი მიწის ზედა ნაწილ- ის გარდა, სხვაგანაც გამოეცადათ, მათ მიწის ქვეშ გააკეთეს პირველი მეტროს სადგური და ორთქლის მატარებლით პირველი მეტრო გაუშვეს 1863 წელს. ინგლისში ეს ტრანსპორტი ძალიან მოეწონათ, იფიქრეს, ასე უფრო სწრაფად და უსაფრთხოდ ვივლითო, რადგან მიწის ზემოთ მოძრაობა გაიზარდა. 1890 წელს უკვე ელექტრომატარებლები გაუშვეს პირველად ლონდონის მეტროში. თუმცა, უნდა აღვნიშნოთ, რომ პირველი ელექტრომატარებლის გამოგონების იდეა გერმანელ ვერნერ სიმენსს ეკუთვნის. მან პატარა ელექტრომატარებელი ააწყო, რომელიც მიწის ზემოთ მოძრაობდა, ქუჩებს შორის დადიოდა და ხალხი გადაჰყავდა. ეს ტრანსპორტიც ძალიან შეუყვარდათ ევროპელებს და დღესაც არის ის ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში (მაგ. გერმანიაში, საფრანგეთში და სხვა).

მეტრო მალე ევროპის ყველა ქვეყანაში გახსნეს, შემდეგ აზია და ამერიკაც კი მოხიბლა მეტროს ლამაზმა ვაგონებმა და იქაც ააშენეს მეტროს სადგურები.

არსებობს მეტროს ყველაზე მოკლე და ყველაზე გრძელი ხაზი. ყველაზე მოკლე ხაზი 2 კმ-იანია და იგი მდებარეობს ისრაელის ქალაქ ჰაუფაში, ხოლო ყველაზე გრძელი ხაზია - 1300 კმ ნიუ-იორკში.

 

ბოლოსიტყვაობა

თანდათან მეტროს მატარებლები და სადგურები უფრო ლამაზი ხდება და ბევრად უფრო კომფორტულია ხალხისთვის მეტროთი მგზავრობა. თბილისშიც არსებობს მეტრო. პირველად მეტრო 1966 წელს გაიხსნა თბილისში და დღესაც წარმატებით მუშაობს. როგორც სხვა მეტროსადგურები, თბილისის მეტროც უფრო გალამაზდა და განახლდა.