ბედნიერი სტუმარი
ანა სახლშია. ანა მოწყენილია. ანა სახლში ზის მოწყენილი და უყურებს ტელევიზორს. ტელევიზორში საბავშვო გადაცემაა, მხიარულ სტარტებს აჩვენებენ. ანას არ აინტერესებს გადაცემა.
მას მეგობრებთან ერთად უნდა ყოფნა. ანას მეგობრებთან ერთად გასეირნება ურჩევნია ტელევიზორის ყურებას. მაგრამ ანა გარეთ ვერ გადის. ვერც მისი მეგობრები გამოდიან გარეთ. გარეთ ძლიერი წვიმა მოდის.
მოიცა!
ა ნას კარზე კაკუნი ესმის. არა, კაკუნი არაა. უფრო ფხაჭუნია. კართან ვიღაცაა. კარზე ვიღაც აფხაჭუნებს.
ანა აღებს კარს.
კართან ძაღლია. კართან პატარა ძაღლი დგას. ძაღლი ძალიან პატარაა. მგონი ძაღლი კი არა, ლეკვია. ლეკვი სველია. ის ისეთი სველია, რომ წვეთები ჩამოსდის და ძირს ეწვეთება.
- პატარავ! სულ მთლად სველი ხარ! - ეფერება ანა ლეკვს. რა პატარა და საყვარელი ხარ!
ლეკვი კუდს აქიცინებს. ანა რომ ეფერება, ლეკვს მოსწონს.
- დედა! - ეძახის ანა დედას.
- რაო, ძვირფასო? - პასუხობს ანას დედა ოთახიდან.
- დედიკო, აქ ლეკვია! ჩვენთა პატარა ლეკვი მოვიდა. სულ მთლად სველია. ნახე, აკანკალებს. მგონი გაცივდა, - ეფერება ანა ლეკვს.
დედა კარს უახლოვდება.
- ეს რაა? - ამობობს დედა. - სულ მთლად სველია! რა პატარაა!
ანას ძალიან უნდა, რომ ლეკვი დაიტოვოს. მას ეშინია, რომ დედამ უარი არ თქვას. ანას ძალიან უნდა საკუთარი ლეკვი.
ანას დედა მოდის კართან. სველი ძაღლი ძალიან საყვარელია.
- შეიძლება შემოვიყვანო? შეიძლება დავიტოვო?- კითხულობს ანა.
- დიახ, შეიძლება, - ამბობს დედა.
ანაც ბედნიერია. ლეკვი კუდს აქიცინებს. ლეკვს მოსწონს, რომ ანა ეფერება. ეს ლეკვი ანასია.