წიაღისეული საწვავი


 

ჩვენ ყოველდღიურად ვიყენებთ საწვავს. როდესაც საწვავი იწვის, გამოყოფს ენერგიას. ჩვენ ამ ენერგიას ვიყენებთ.

ბუნებრივი აირი საწვავია. ბუნებრივი აირის წვის დროს გამოიყოფა ენერგია. ეს ენერგია გამოსცემს სითბოს.

ბუნებრივი აირი წიაღისეული საწვავია. ის მიწის წიაღში, მის სიღრმეში მოიპოვება. წიაღისეული საწვავია აგრეთვე ნავთობი და ქვანახშირი.

როგორ გაჩნდა ქვანახშირი? ქვანახშირი მცენარეული საწვავია. ის იმ მცენარეებისაგან გაჩნდა, რომლებიც ძალიან დიდი ხნის წინათ მოკვდნენ. მცენარეები ნელ-ნელა დაიფარნენ წყლითა და ნიადაგით. ნიადაგის მაღალმა ტემპერატურამ მცენარეები ქვანახშირად გადააქცია. ქვანახშირს სპეციალური მანქანებით მოიპოვებენ. მანქანები მიწას ღრმად ბურღავენ და ქვანახშირი ამოაქვთ.

ნავთობი და ბუნებრივი აირი ზღვის ფსკერზე წარმოიქმნა. ნავთობი და აირი დიდი ხნის წინ მკვდარი ზღვის ცხოველებისგან გაჩნდა. მათი წარმოქმნისთვისაც მაღალი ტემპერატურა იყო საჭირო.

დედამიწაზე ამჟამად დიდი რაოდენობით წიაღისეული საწვავია. წიაღისეული საწვავი ყოველთვის არ იქნება. ის ერთ დღეს გამოილევა. წიაღისეული საწვავის წარმოქმნას კი მილიონობით წლები დასჭირდება.

 

წიაღისეული საწვავი ადამიანისთვის სასარგებლოა. მაგრამ მას ცუდი თვისებაც აქვს:წიაღისეული საწვავი გარემოს აბინძურებს. დაბინძურებულ გარემოში ადამიანი ავად ხდება. შესაძლოა, ადამიანმა სხვა საწვავი გამოიგონოს. ისეთი, რომელიც ნაკლებად დააბინძურებს გარემოს და უფრო დიდხანს გამოიყენებს.