ჩინური ზოდიაქო


 

ჩინეთში ახალი წელი იანვარი-თებერვლის შუა რიცხვებში დგება - ყოველ წელს სხვადასხვა რიცხვში.

 

1

 

ბუდა ჩინელების ღმერთია. ბუდაზე უამრავი ლეგენდა არსებობს. ზოდიაქოს ნიშნებზეც არსებობს ლამაზი ლეგენდა:

 

2

 

ბუდამ ახალი წლის დღესასწაულზე ყველა ცხოველი მიიწვია. ბუდასთან შეკრებაზე მხოლოდ თორმეტი ცხოველი მივიდა.

 

3

პირველი ვირთხა მივიდა, მეორე ხარი იყო, მესამე - ვეფხვი, მეოთხე - კურდღელი, მეხუთე - დრაკონი, მეექვსე - გველი, მეშვიდე - ცხენი, მერვე - თხა, მეცხრე - მაიმუნი, მეათე -

 

მამალი, მეთერთმეტე - ძაღლი და ბოლოს მეთორმეტე - ღორი მივიდა.

 

4

ჩინურ ასტროლოგიაში სწორედ ამ თორმეტი ცხოველის ნიშანი არსებობს. ამის

 

შემდეგ ყოველ წელიწადს ამ ცხოველების სახელები დაერქვა. რადგან პირველი ვირთხა მივიდა ბუდასთან, პირველ წელს ვირთხის წელი დაერქვა.

 

5

 

6

ყოველი ცხოველის წელი თორმეტ წელიწადში ერთხელ დგება. ახლა 2013 წელია. ჩინური ზოდიაქოს მიხედვით, 2013 წელი გველის წელია. გველის წელი კიდევ თორმეტი წლის შემდეგ დადგება. ე.ი. 2025 წელი გველის წელიწადი იქნება.

 

ყველაზე უცნაური ცხოველი ზოდიაქოს ნიშნებს შორის დრაკონია. დრაკონი ზღაპრული არსებაა. ის არავის უნახავს, მაგრამ მასზე ყველა ქვეყანაში უამრავი მითი არსებობს.

 

7

რომელი ცხოველის წელიწადშიც ხარ დაბადებული, იმ ცხოველის თვისებებს ატარებ, - ასე ფიქრობენ ასტროლოგები...

8