გლადიატორები
გლადიატორები ძველ რომში მებრძოლებს ერქვათ. სიტყვა „გლადიატორი“ ხმლის მატარებელს ნიშნავდა.
გლადიატორები ძალიან ძლიერები და უშიშრები იყვნენ. ისინი ერთმანეთს ან მტაცებელ ცხოველებს ებრძოდნენ. ძველ რომში გლადიატორების ბრძოლას სიამოვნებით უყურებდნენ. ეს გასართობი სანახაობა იყო.
გლადიატორები ცდილობდნენ, მაყურებლისათვის თავი მოეწონებინათ. ისინი თავს არ ზოგავდნენ. ხშირად ისინი ამ ბრძოლებში იღუპებოდნენ. ეს სისხლიანი სანახაობა ძველ რომში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო.
ყველა გლადიატორი მდიდარი რომაელების საკუთრება იყო. მათი დიდი ნაწილი გაყიდული მონა იყო. ბრძოლაში დამარცხებული გლადიატორების ბედი იმპერატორზე იყო დამოკიდებული. იმპერატორი წყვეტდა დამარცხებული გლადიატორის სიკვდილის ან სიცოცხლის საკითხს.
გლადიატორებს შორის სიმდიდრის ან დიდების მოყვარული ახალგაზრდებიც იყვნენ. ამ ადამიანებს დიდება ხიბლავდათ. ყველაზე მეტი გლადიატორი რომის სახელგანთქმულ იმპერატორს - კეისარს ჰყავდა. მას 2 ათასი გლადიატორი ართობდა.
გლადიატორების პატრონები მშვიდად იყვნენ. გარდა სისხლიანი წარმოდგენებისა, გლადიატორები მათ იცავდნენ კიდეც.
გაბედულ და უშიშარ გლადიატორებს პატრონები ბევრ საჩუქარს ჩუქნიდნენ. იმპერატორმა ნერონმა თავის გლადიატორს სასახლე აჩუქა. ახალგაზრდა გლადიატორები ფარიკაობისა და ბრძოლის ხელოვნებაშიც ატარებდნენ გაკვეთილებს. ასეთი გაკვეთილები ძვირი ღირდა. გლადიატორები ხშირად სიცოცხლის ფასად მდიდრები და წარმატებულები ხდებოდნენ.
გლადიატორთა ბრძოლების ყველაზე ცნობილი ადგილი კოლიზეუმი იყო. კოლიზეუმი ქალაქ რომშია. ის ახლა ქალაქის მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლია. ის ჩვენს წელთაღრიცხვამდეა აშენებული და 60 ათას მაყურებელს იტევდა. კოლიზეუმზე გლადიატორთა აურაცხელი სისხლია დაღვრილი. ეს მხოლოდ ადამიანების გასართობად კეთდებოდა. კოლიზეუმთან სხვა ტრაგიკული ამბავიცაა დაკავშირებული: 17 ათასი ქრისტიანი კოლიზეუმში სიკვდილით დასაჯეს. იმპერატორის ბრძანებით, ქრისტიანებს ლომები და ვეფხვები მიუსიეს...
ქრისტიანობის გავრცელებამ გლადიატორთა ბრძოლებს წერტილი დაუსვა. ამას ხელი შეუწყო ბერი ტელემაქეს თავგანწირვამ. ის გლადიატორების ბრძოლაში ჩაერია და შეაჩერა, თუმცა ამას თავად შეეწირა.