ღრუბლები


 

თუ ცას აკვირდები-ხოლმე, ღრუბლებს ხშირად დაინახავ. ღრუბლები ცაში ასული წყლის წვეთები და ყინულია. თბილი ჰაერი გრილი ჰაერის ზემოთ ადის. წყლის წვეთები და ყინული წყლის ორთქლად გადაიქცევააი, რა არის ღრუბელი!

 

ღრუბლები ერთმანეთს არ ჰგავს. ღრუბლებს სხვადასხვა ფორმა აქვთ. ზოგი ღრუბელი ბეკეკას ჰგავს, ზოგი კიადამიანის სახეს.

 

ღრუბლები იმასაც გვეუბნებიან, როგორ ამინდს ველოდებით.

ფუმფულა, თეთრი ღრუბლები ამბობენ, რომ თბილ და მზიან დღეს ველოდებით.

ნაცრისფერი, თხელი ღრუბლები ამბობენ, რომ წვიმას ველოდებით. ასეთი ღრუბლები ამბობენ, რომ წვრილ წვიმას ველოდებით. როცა წვრილი წვეთებით წვიმს, ამბობენ, რომ ცრის.

სქელი, შავი ღრუბლები ამბობენ, რომ ძლიერ წვიმას ველოდებით. როდესაც მსხვილი წვეთებით წვიმს - თავსხმა წვიმაა.

თხელი და გრძელი ღრუბლები ამბობენ, რომ ქარს ველოდებით. ქარის დროს ღრუბლები ცაში მიცურავენ.

აბა, დააკვირდი ცას! ნახე, რა სხვადასხვა ფორმა აქვთ ღრუბლებს? რას ჰგავს ღრუბელი?

აბა დააკვირდი ცას! ნახე, თხელია თუ სქელი ღრუბელი. ნახე, ფუმფულაა თუ გრძელი ღრუბელი. ნახე, თეთრია თუ ნაცრისფერი ღრუბელი... თუ დღეს ღრუბელი შავია?..

იცი, როგორ ამინდს ველოდებით?