სასკოლო ნივთები

სწავლის დაწყება ყველა ბავშვს უხარია. ხანგრძლივი საზაფხულო არდადეგების შემდეგ ბავშვებს სკოლა ენატრებათ. ისინი სიხარულით ემზადებიან სკოლისთვის. სწავლის დაწყების წინ პირველკლასელები განსა-კუთრებით ღელავენ. ისინი სკოლაში პირველად მიდიან. მშობლებთან ერთად გულმოდგინედ ემზადებიან სწავლის დასაწყებად. სიხარულით წინასწარ ამზადებენ სასკოლო ნივთებს.

სასკოლო ნივთები ყველა მოსწავლისათვის აუცილებელი ნივთებია. ისინი აუცილებელია ყველა კლასის მოსწავლისათვის. თუმცა სხვადასხვა ნივთი უფროს და უმცროსკლასელებს განსხვავებულად სჭირდებათ. პირველკლასელებს უფრო ცოტა სასკოლო ნივთი აქვთ, ვიდრე უფროსკლასელებს.

ყველასათვის აუცილებელი სასკოლო ნივთებია: ზურგჩანთა, წიგნები, რვეულები, საშლელი, უბრალო და ფერადი ფანქრები, ფანქრის სათლელი.

ფანქრებს, საშლელსa და სათლელს ბავშვები სპეციალურ სასკოლო ყუთში აწყობენ, რომელსაც პენალი ჰქვია. პენალში ერთად ინახავს ამ პატარ-პატარა ნივთებს და ბავშვებს ისინი აღარ ეკარგებათ.

 

საძერწი მიწა(პლასტილინი)

მოსწავლეებს ძალიან უყვართ ხატვა. ისინი სკოლაში სახატავ რვეულებში ხატავენ. ხელოვნების გაკვეთილზე სახატავი რვეული და ფერადი ფურცლები აუცილებელი სასკოლო ნივთებია. ბავშვები ფერადი ფურცლებისაგან ლამაზ ფიგურებს აკეთებენ. შემდეგ თავიანთი ნამუშევრებით საკლასო ოთახში გამოფენას აწყობენ.

ხელოვნების გაკვეთილისთვის აგრეთვე საჭიროა საძერწი მიწა. საძერწი მიწა სხვადასხვაფერია. ის ხელში ძალიან რბილდება და შეგიძლია ნებისმიერი ფორმა მისცე. მისგან ყვავილის, გოჭის და სხვა საინტერესო ნივთების დამზადებაც შეიძლება. საძერწ მიწას სხვა გაკვეთილებზეც იყენებენ. მისგან ბავშვები ძერწავენ ასოებს, ციფრებს, გამოძერწილი ასოებისგან წერენ საკუთარ სახელებს და ა.შ.

სასკოლო ნივთები სპეციალურ მაღაზიებში იყიდება. ასეთ მაღაზიას საკანცელარიო მაღაზია ეწოდება. იქ ყველაფერია, რაც ბავშვს სკოლაში სჭირდება.

დილით, სკოლაში წასვლის წინ, ყველა მოსწავლემ უნდა შეამოწმოს ჩანთა. გადახედოს, უდევს თუ არა ყველა მისთვის საჭირო სასკოლო ნივთი. თუ მას სკოლაში ყველა სასკოლო ნივთი ექნება, გაკვეთილებს უფრო საინტერესოდ და მხიარულად გაატარებს.