მცენარეები

 

მცენარე ცოცხალი არსებაა. ის სუნთქავს და თვითონაც გამოყოფს ჰაერს.

\"\" კაქტუსები.ეკლიანი მცენარეები სახეობა.

ხე, ბალახი, ყვავილები, სოკოები - ყველა მცენარეა. ისინი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან. ამ განსხავევბულობის გამო მცენარეთა ჯიშებს გამოყოფენ. ხეეები მცენარეების ცალკე ჯიშია, სოკოები მათგან განსხვავებული ჯიშია და ა. შ.

მცენარეს ადამიანისათვის ბევრი სიკეთე მოაქვს. ისინი ჰაერის გასუფთვებაში ღებულობენ მონაწილეობას. ზოგიერთ მცენარეს ადამიანი საკვებადაც იყენებს. მაგალითად, ხეები ჰაერს სასარგებლო ნივთიერებით, ჟანგბადით ავსებენ. თვითონ კი ჰაერში არსებულ ცუდ ნივთიერებას, ნახშირორჟანგს სუნთქავენ. ზოგიერთი ხე ნაყოფსაც ისხამს. ბევრი ხის ნაყოფი საკვებად გამოდგება. ხისგან დამზადებულ შეშას ადამიანი ზამთარში გასათბობად იყენებს.

\"\"

მცენარეები

საკვებად გამოიყენებიან სოკოებიც. ბევრი სოკო გემრიელი და უწყინარია. სოკოსგან უგემრიელესი კერძები მზადდება. თუმცა მომწამლავი სოკოებიც არსებობენ. მასთან ადამიანი ფრთხილად უნდა იყოს.

ბევრ ჩვენგანს უყვარს ტკბილი და გემრიელი ხილი. ხილიც მცენარეული საკვებია. მცენარეულია აგრეთვე ბოსტნეული. ხილი და ბოსტნეული ადამიანის ორგანიზმს სიძლიერით და სიჯანსაღით ავსებს.

\"\"

მცენარეები ამდიდრებენ და ალამაზებენ ჩვენს საცხოვრებელ გარემოს. ერთი წამით წარმოიდგინეთ, როგორი იქნებოდა დედამიწა ყვავილების, ბალახიანი მინდვრების, ლამაზი ხეების გარეშე? იქნებოდა ერთფეროვანი, ქვიანი და უსიცოცხლო. მცენარეეები დედამიწის მაცოცხლებელი ძალაა. თითოეულ მცენარეს გაფრთხილება და მოვლა სჭირდება. ისინი ადამიანის ჯამრთელობაზე ზრუნავენ, ადამიანებმაც უნდა იზრუნონ მცენარეებზე.