ნიუტონის ვაშლი

 

ვაშლებს ძირითადად კომპოტის ან ნამცხვრისთვის იყენებენ. მაგრამ არსებობს ერთადერთი და განუმეორებელი ვაშლებიც - ჯადოსნური ვაშლებიც. ასეთი ჯადოსნური ვაშლები თითქმის ყველა ზღაპარშია.

ვაშლი, რომელზედაც მოგიყვებით, სულაც არ არის ჯადოსნური...

პატარა ინგლისურ სოფელ ვულსდორფში, წითელ სახლში, ბატონ ნიუტონს შეეძინა ვაჟი ისააკი. ბიჭი სუსტი და ავადმყოფი იყო. მშობლებმა ძლივს გადაარჩინეს.

ოჯახს ძლიერი, ღონიერი ვაჟკაცი სჭირდებოდა. ის ოჯახს ცხვრების მწყემსვასა და ყანის დამუშავებაში უნდა დახმარებოდა. ისააკი კი სულ წიგნებს კითხულობდა.

_ სკოლაში უნდა გავგზავნოთ, _ თქვა ბიძია იაკობმა.

ასეც მოხდა. ისააკი სკოლაში საოცარ წარმატებებს აღწევდა. ოცდაორი წლისა ის ისევ სუსტი და ავადმყოფი იყო. სამაგიეროდ, ყველაფერი იცოდა.

ერთხელ, არდადეგებზე, სახლში წავიდა დასასვენებლად. იგი ვაშლის ხის ქვეშ წამოწვა. სწორედ ამ დროს ხიდან ვაშლი ჩამოვარდა და ცხვირზე დაეცა.

 

_ ცოტა იქით ვერ ჩამოვარდებოდი? _ წამოიძახა ნიუტონმა.

მერე უცებ მიხვდა: ყველაფერი ვარდება უმოკლესი მანძილის გავლით. ეს იყო დიდი აღმოჩენა _ ნიუტონმა დედამიწის მიზიდულობის კანონი აღმოაჩინა. იგი ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მეცნიერი გახდა.

 

სუსტმა და ავადმყოფმა ისააკმა 88 წელი იცოცხლა...

 

ძალიან კარგია, როცა ვაშლმა იცის, რომელ ცხვირს უნდა დაეცეს!

 

Hანადისკოჩილოვა