ბელას დამალობანა
ის დივნის უკან იმალება.
ბელა თავის ლეკვთან ერთად იმალება.
ბელა დედას ემალება.
მას ექიმთან წასვლა არ უნდა.
ბელას ექიმთან წასვლის ეშინია.
ბელა!– ეძახის ბელას დედა. დედა წყნარად ეძახის ბელას:
ბელა, სად ხარ?
1
დედა ეძებს ბელას.
დედა ეძებს ბელას სამზარეულოში,
დედა ეძებს ბელას საკუჭნაოში,
დედა ეძებს ბელას წიგნების კარადის უკან.
ბელა ჩუმადაა.
ლეკვი არაა ჩუმად. ლეკვი იწყებს ხტუნვას.
დედას ესმის ხმაური. დედა ეძებს ბელას სასტუმრო ოთახში.
2
ბოლოს დედა იყურება დივნის უკან.
დედა იღიმის.
დედა ხელს უწვდის ბელას.
ბელა, ნუ გეშინია, - ამბობს დედა ღიმილით, – ექიმმა მხოლოდ უნდა გაგსინჯოს.
მეტკინება? – კითხულობს ბელა.
არა, არ გეტკინება! - ეუბნება დედა.
3
დედა ამშვიდებს ბელას.
დედა ეფერება ბელას.
ბელა ხელს უწვდის დედას.
ბელა ეხუტება დედას.
ბელა დედასთან ერთად ექიმთან მიდის.
ლეკვი სახლშია.
ლეკვი არ მიდის ექიმთან.
4