ციცი და ციცო კონცერტზე (ც)
- -ციცი, იცი რა?
- -დიახაც, ვიცი, ციცო!
- -არაფერიც არ იცი!
- -ვიცი, როგორ არ ვიცი! ცხრა სექტემბერს, ოც საათზე, კონცერტზე მივდივართ.
- -საიდან იცი ეს ცხელ-ცხელი ამბები?
- -ცოტნეს ცოლმა ცუცამ მითხრა. ცუცამ სულ ცხელ-ცხელი ამბები იცის.
- -ცუცა სად ცხოვრობს?
- -მეცამეტე სართულზე, მარცხნივ ცხოვრობს.
- -არ ვიცოდი, რა ცუდია, რომ არც ვიცნობ, ალბათ ცოტა ხანია, რაც მეცამეტე სართულზე ცხოვრობს.
- -კი, ცოტა ხანია, მანამდე მეცხრამეტეზე ცხოვრობდა, მაინც უნდა იცნობდე.
- -კონცერტზე რას ჩაიცვამ?
- -ცხრაში ცოტა ცუდი ამინდია, ცოტა ცივა, მითუმეტეს, ოც საათზე, ამიტომ თბილად ჩავიცვამ, ცხვირი რომ არ გამეყინოს, შესვენებაზე ცხელ ყავასაც დავლევ.
- -თმებს არ დაივარცხნი?
- -აუცილებლად, თმებსაც დავივარცხნი, ახალ ფეხსაცმელსა და ტანსაცმელსაც შევიძენ და დავარცხნილი და გალამაზებული დავესწრები კონცერტს.
- -მეც, მეც დავივარცხნი, მეც შევიძენ ახალ ტანსაცმელს და ფეხსაცმელს. საოცარი კონცერტი იქნება და ჩვენც საოცარ ფორმაში ვიქნებით!- აგრძელებენ საუბარს ციცი და ციცო.