-ვიცი, როგორ არ ვიცი! ცხრა სექტემბერს, ოც საათზე, კონცერტზე მივდივართ.
-საიდან იცი ეს ცხელ-ცხელი ამბები?
-ცოტნეს ცოლმა ცუცამ მითხრა. ცუცამ სულ ცხელ-ცხელი ამბები იცის.
-ცუცა სად ცხოვრობს?
-მეცამეტე სართულზე, მარცხნივ ცხოვრობს.
-არ ვიცოდი, რა ცუდია, რომ არც ვიცნობ, ალბათ ცოტა ხანია, რაც მეცამეტე სართულზე ცხოვრობს.
-კი, ცოტა ხანია, მანამდე მეცხრამეტეზე ცხოვრობდა, მაინც უნდა იცნობდე.
-კონცერტზე რას ჩაიცვამ?
-ცხრაში ცოტა ცუდი ამინდია, ცოტა ცივა, მითუმეტეს, ოც საათზე, ამიტომ თბილად ჩავიცვამ, ცხვირი რომ არ გამეყინოს, შესვენებაზე ცხელ ყავასაც დავლევ.
-თმებს არ დაივარცხნი?
-აუცილებლად, თმებსაც დავივარცხნი, ახალ ფეხსაცმელსა და ტანსაცმელსაც შევიძენ და დავარცხნილი და გალამაზებული დავესწრები კონცერტს.
-მეც, მეც დავივარცხნი, მეც შევიძენ ახალ ტანსაცმელს და ფეხსაცმელს. საოცარი კონცერტი იქნება და ჩვენც საოცარ ფორმაში ვიქნებით!- აგრძელებენ საუბარს ციცი და ციცო.