ტატას კატა ხატავს (ტ)

ეს ტატაა. ტატა სტუდენტია. 

ეს ტატას კატაა. ტატას კატა ხატავს. ტატას კატა მართლა ხატავს. ტატას კატა ბოსტნეულს ხატავს.

  • -დახატე კიტრი! - ეუბნება ტატა კატას.

კატა ხატავს კიტრს.

  • -დახატე კარტოფილი! - ეუბნება ტატა კატას.

კატა ხატავს კარტოფილს.

  • -დახატე სტაფილო! - ეუბნება ტატა კატას.

კატა ხატავს სტაფილოს.

  • -დახატე კომბოსტო! - ეუბნება ტატა კატას.

კატა ხატავს კომბოსტოს.

  • -დახატე ბოსტანი, ბოსტანში ცოტა კიტრი, კომბოსტო, კარტოფილი, სტაფილო! - ეუბნება ტატა კატას.

კატა ხატავს ბოსტანს. ბოსტანში ცოტა კიტრს, კომბოსტოს, კარტოფილს და სტაფილოს.