ტატას კატა ხატავს (ტ)
ეს ტატაა. ტატა სტუდენტია.
ეს ტატას კატაა. ტატას კატა ხატავს. ტატას კატა მართლა ხატავს. ტატას კატა ბოსტნეულს ხატავს.
- დახატე კიტრი! - ეუბნება ტატა კატას.
კატა ხატავს კიტრს.
- დახატე კარტოფილი!
ეუბნება ტატა კატას.
კატა ხატავს კარტოფილს.
- დახატე სტაფილო! - ეუბნება ტატა კატას.
კატა ხატავს სტაფილოს.
- დახატე კომბოსტო!- ეუბნება ტატა კატას.
კატა ხატავს კომბოსტოს.
- დახატე ბოსტანი, ბოსტანში ცოტა კიტრი, კომბოსტო, კარტოფილი, სტაფილო! - ეუბნება ტატა კატას.
კატა ხატავს ბოსტანს. ბოსტანში ცოტა კიტრს, კომბოსტოს, კარტოფილს და სტაფილოს.