ჩემი ჩანთა (ჩ)

ბაჩოს ჩანთა აჩუქეს

-აჩი, ჩამოდი, მოგწონს ჩემი ჩანთა? - ეკითხება ბაჩო აჩის.

-ჩანთა ძალიან მომწონს, აბა შიგნით ჩამახედე!

-ჩანთაში ჩურჩხელა, ჩირი და ჩამიჩი მიდევს, -ეუბნება ბაჩო აჩის.

-მაჭმევ ჩურჩხელას?

-კი, რა თქმა უნდა, ჩურჩხელას, ჩირს და ჩამიჩსაც გაჭმევ.

ამ დროს მანჩოც გამოჩნდა.

-მანჩო შენც ჩამოდი, ჩემი ახალი ჩანთა უნდა გაჩვენო, - ეუბნება ბაჩო მანჩოს.

-მოგწონს ჩემი ახალი ჩანთა?- აჩვენებს ჩანთას ბაჩო მანჩოს.

-ძალიან მომწონს ჩანთა, ვინ გაჩუქა?

-ჩემმა ბიძაშვილმა მაჩუქა, ჩუმად ჩააცურა მამაჩემის მანქანაში. დილით ჩავიხედე მანქანაში და ჩანთა ვნახე. ჩანთაში სასაჩუქრე ბარათი იყო:„ჩემს ბაჩოს საჩუქრად ახალი ჩანთა ბიძაშვილისგან“. ჩანთაში ჩურჩხელა, ჩირი და ჩამიჩიც ჩადო. გიყვარს ჩურჩხელა, ჩირი და ჩამიჩი?- ეკითხება ბაჩო მანჩოს.

-ჩურჩხელა ძალიან მიყვარს. ჩემი საყვარელი საჭმელია,- პასუხობს მანჩო და ართმევს ბაჩოს ჩანთიდან ამოღებულ ჩურჩხელას.

 

ძალიან მიხარია, ჩემი ჩანთა რომ მოგეწონათ. სკოლაში ჩემი ახალი ჩანთით ვივლი, სკოლის დარბაზშიც ჩემი ახალი ჩანთით ჩავალ, ეზოშიც ჩემი ახალი ჩანთით ჩამოვალ. ყველგან ჩემს ახალ ჩანთას ვატარებ. ძალიან მომწონს ჩემი ახალი ჩანთა, - არ ჩერდება გახარებული ბაჩო.