READING.GE

ჩემი ჩანთა (ჩ)

პაკოს ჩანთა აჩუქეს

  • -თოკო, ჩამოდი, მოგწონს ჩემი ჩანთა? - ეკითხება პაკო თოკოს.
  • -ჩანთა ძალიან მომწონს, აბა შიგნით ჩამახედე!
  • -ჩანთაში ჩურჩხელა, ჩირი და ჩამიჩი მიდევს, -ეუბნება პაკო თოკოს.
  • -მაჭმევ ჩურჩხელას?
  • -კი, რა თქმა უნდა, ჩურჩხელას, ჩირს და ჩამიჩსაც გაჭმევ.

ამ დროს თაკოც გამოჩნდა.

  • -თაკო შენც ჩამოდი, ჩემი ახალი ჩანთა უნდა გაჩვენო, - ეუბნება პაკო თაკოს.
  • -მოგწონს ჩემი ახალი ჩანთა?- აჩვენებს ჩანთას პაკო თაკოს.
  • -ძალიან მომწონს ჩანთა, ვინ გაჩუქა?
  • -ჩემმა ბიძაშვილმა მაჩუქა, ჩუმად ჩააცურა მამაჩემის მანქანაში. დილით ჩავიხედე მანქანაში და ჩანთა ვნახე. ჩანთაში სასაჩუქრე ბარათი იყო:„ჩემს პაკოს საჩუქრად ახალი ჩანთა ბიძაშვილისგან“. ჩანთაში ჩურჩხელა, ჩირი და ჩამიჩიც ჩადო. გიყვარს ჩურჩხელა, ჩირი და ჩამიჩი?- ეკითხება პაკო თაკოს.
  • -ჩურჩხელა ძალიან მიყვარს. ჩემი საყვარელი საჭმელია,- პასუხობს თაკო და ართმევს პაკოს ჩანთიდან ამოღებულ ჩურჩხელას.

 

ძალიან მიხარია, ჩემი ჩანთა, რომ მოგეწონათ. სკოლაში ჩემი ახალი ჩანთით ვივლი, სკოლის დარბაზშიც ჩემი ახალი ჩანთით ჩავალ, ეზოშიც ჩემი ახალი ჩანთით ჩამოვალ. ყველგან ჩემს ახალ ჩანთას ვატარებ. ძალიან მომწონს ჩემი ახალი ჩანთა, - არ ჩერდება გახარებული პაკო.