გადამფრენი იხვები
როდესაც დღე მოკლდება, იხვები სამხრეთში მიფრინავენ.
როდესაც აცივდება, იხვები სამხრეთში მიფრინავენ.
1
როდესაც ხეებიდან ფოთლები სცვივა, იხვები სამხრეთში მიფრინავენ.
იხვებს არ უყვართ სიცივე და ზამთარი.
2
იხვები შემოდგომაზე იწყებენ გადაფრენისთვის მზადებას.
იხვები სამხრეთში ატარებენ ზამთარს. სამხრეთში ყოველთვის თბილი ამინდებია. იქ თოვლი არ მოდის.
3
იხვები ერთ ჯგუფად მიფრინავენ.
ისინი ლაგდებიან სამკუთხედის ფორმით.
წინა ფრინველი უფრო მალე იღლება.
როდესაც წინა ფრინველი იღლება, მას უკანა ფრინველი ცვლის.
იხვები ერთმანეთს ეხმარებიან ფრენის დროს.
4
როდესაც იხვი საფრთხეშია, მას დანარჩენები ეხმარებიან.
იხვებს დიდი ოჯახი აქვთ.
იხვები სამხრეთში თბილ და წყლიან ადგილს პოულობენ.
იხვები წყლის გარეშე ვერ ძლებენ.
როდესაც ზამთარი გადის, იხვები იწყებენ უკან დაბრუნებისთვის მზადებას.
5
იხვები გაზაფხულზე ყოველთვის უკან ბრუნდებიან.

