დედის დაბადების დღე

ხვალ დედაჩემის დაბადების დღეა. მე, მამაჩემს და ჩემს ძმას გვინდა, დედას საჩუქარი გავუკეთოთ. „დედა, რა საჩუქარი გაგიკეთოთ?-ვკითხეთ დედას.

„მე საჩუქარი არ მინდა, თქვენ ხართ ჩემი საჩუქრები! გვიპასუხა დედამ.

მაგრამ მე, მამას და ჩემს ძმას მაინც გვინდა დედას საჩუქარი გავუკეთოთ.

 

1

მე, მამა და ჩემი ძმა ვფიქრობთ.

შარშან მე დედას ქუდი ვაჩუქე. შარშან ჩემმა ძმამ დედას წიგნი აჩუქა. შარშან მამამ დედას ყვავილები და შოკოლადები აჩუქა.

 

2

ახლა რა ვაჩუქოთ?იკითხა მამამ.

ახლა რა ვაჩუქოთ?იკითხა ჩემმა ძმამ.

ახლა რა ვაჩუქოთ?ვიკითხე მე.

 

3

მამას ერთი აზრი დაებადა. ჩვენ საცხობში წავედით. ჩვენ დედას დიდი მარწყვის ტორტი ვუყიდეთ. მარწვის ტორტზე 30 სანთელია. დედა 30 წლის გახდა.

 

4

სანთლები ავანთეთ. დედამ სურვილი ჩაიფიქრა და სანთლები ჩააქრო.

დედა ძალიან ბედნიერია. დედა 30 წლის გახდა.

 

5