გოგონა და სამი დათვი

 

ერთ ქვეყანაში პატარა გოგონა ცხოვრობდა. მას ოქროსფერი თმები ჰქონდა. გოგონა პატარა ანგელოზს ჰგავდა, მაგრამ ძალიან ცელქი იყო.

 

 

ერთ დღეს პატარა გოგონა ტყეში წავიდა. მას ძალიან უნდოდა ლამაზი ყვავილების დაკრეფა. ტყე ძალიან ლამაზი იყო. გოგონა დასდევდა პეპლებს. მან ბევრი ირბინა. გოგონა ძალიან შორს წავიდა და მიტოვებულ ადგილზე აღმოჩნდა. მან პატარა ხის სახლი დაინახა. ხის სახლში სამი დათვი ცხოვრობდა. დიდი, საშუალო და პატარა.

 

 

გოგონამ სახლის კარი გააღო. სახლში არავინ იყო. პატარა გოგონა სახლში შევიდა. მაგიდაზე სამი ჯამი ფაფა იდგა: დიდი, საშუალო და პატარა. ოქროსფერთმიანმა გოგონამ ფაფა ჯერ დიდი ჯამიდან გასინჯა. დიდი ჯამი დიდი დათვის იყო. ფაფა ძალიან ცივი იყო. არ მოეწონა. გოგონამ ახლა საშუალო ჯამიდან გასინჯა ფაფა. ის ძალიან ცხელი იყო. ესეც არ მოეწონა. ბოლოს გოგონამ პატარა ჯამიდან შეჭამა ფაფა. ის თბილი და ძალიან გემრიელი იყო.

 

ოქროსფერთმიანი გოგონა სხვა ოთახში გავიდა. მან დაინახა სამი სკამი. ყველაზე დიდზე ვერ დაჯდა. საშუალო სკამიც განიერი აღმოჩნდა. პატარა სკამი ზუსტად ოქროსფერთმიანი გოგონას ზომისა იყო. მაგრამ გოგონამ სკამი გატეხა. ის ძალიან მაგრად დახტა სკამზე.

 

გოგონა ძალიან დაიღალა. ის სხვენზე ავიდა. გოგონამ სამი ლოგინი დაინახა. ძალიან დიდი, საშუალო და პატარა. გოგონამ ჯერ დიდ ლოგინზე დაწვა, შემდეგ საშუალოზე. არც ერთი არ მოეწონა. ბოლოს კი პატარა ლოგინში დაწვა და დაიძინა.

 

ოქროსფერთმიან გოგონას ეძინა. დათვები სახლში დაბრუნდნენ. ისინი მშივრები იყვნენ. მაგიდასთან დასხდნენ ფაფის საჭმელად. დიდმა დათვმა თქვა: “ვიღაცამ ჩემი ფაფა გასინჯა“! იგივე თქვა საშუალო დათვმა. პატარა დათვმა კი თქვა: „ვიღაცამ ჩემი ფაფა სულ შეჭამა“!

 

დათვებს სკამებზე დასხდომა მოუნდათ. დიდმა დათვმა თქვა: „ჩემს სკამზე ვიღაც იჯდა“. საშუალო დათვმაც იგივე გაიმეორა. პატარა დათვმა კი თქვა: „ვიღაცამ ჩემი სკამი გატეხა“!

 

 

ბოლოს დათვები სხვენში ავიდნენ. დიდმა დათვმა დაიღრიალა: „ვიღაცამ ჩემი ლოგინი არია“! საშუალო დათვმაც იგივე გაიმეორა. პატარა დათვმა კი თქვა: „ვიღაცა ჩემს ლოგინში წევს!“

 

 

დათვების ხმაზე ოქროსფერთმიანი გოგონა შეშინებული წამოხტა. ფანჯრიდან გადახტა და ძალიან სწრაფად გაიქცა. ამის შემდეგ გოგონა სამი დათვის სახლთან აღარ მისულა. გახდა წყნარი და დამჯერე.