საოცარი საფრენი აპარატები

 

შესავალი

დახუჭე თვალები და წარმოიდგინე, თითქოს შეგიძლია ჩიტივით ფრენა. სად წახვიდოდი? რას ნახავდი? თუ არასოდეს გინახავს ან გსმენია თვითმფრინავზე, როგორი შეიძლება იყოს ფრენა? მოდი, ვნახოთ ზოგიერთი საოცარი მანქანა, რომელთაც ფრენა შესაძლებელი გახადეს.

ხალხს ყოველთვის სურდა ფრენა. ისინი ხედავდნენ, როგორ დაფრინავდნენ ჩიტები და წარმოიდგენდნენ, თუ რა

საოცარი რამ იქნებოდა ეს! რამდენიმე ადამიანმა სცადა, მოეფიქრებინა ისეთი ხელსაწყო, რომელიც შეძლებდა ჰაერში ფრენას. ერთმა კაცმა გააკეთა პატარა სათამაშო პროპელერი, რომელსაც შეეძლო ჰაერში ტრიალი. მე–14 საუკუნეში ცნობილმა მხატვარმალეონარდო და ვინჩიმ დახატა საოცარი ვერტმფრენის ესკიზი. მას შეიძლება ემუშავა, მაგრამ არასოდეს აუშენებია იგი... ეს იყო მხოლოდ ესკიზი...

 

ხალხი ექსპერიმენტებს ატარებდა: იმაგრებდნენ ფრთებს მკლავებზე და ამით „დაფრინავდნენ“. თითქმის ყველა განიცდიდა მარცხს, მაგრამ მათ ძალიან სურდათ ფრენა.

 

ფრენის ისტორია

1783 წელს ორმა ფრანგმა ძმამ გამოიგონა საჰაერო ბურთი. მისი პირველი მგზავრები იყვნენ ცხვარი, მამალი და იხვი. ჯორჯ კეილიმ ააშენა პირველი პლანერი, რომლითაც გაფრინდა ადამიანი. შემდეგ ინჟინერმა გააუმჯობესა პლანერი და მისი იდეები სახალხოდ ცნობილი გახდა 1889 წელს. მოგვიანებით კეილის იდეებმა საფუძველი ჩაუყარეს ძმები რაიტების სხვადასხვა გეგმას.

 

ორვილ და ვილბურ რაიტებმა შეისწავლეს ყველა ძველი იდეა. მათ შეისწავლეს ისიც, თუ რატომ ვერ იმუშავა ამ იდეებმა. ბევრი გამოცდის შემდეგ მათ ააშენეს პირველი წარმატებული თვითმფრინავი, რომელსაც ჰქონდა ძრავი.

მას შეეძლო მხოლოდ ერთი ადამიანის ტარება და ძმებმა ეს რიგრიგობით სცადეს. 1903 წლის 17 დეკემბერს იყო ორვილის ჯერი. ამ დღეს მან იფრინა სრული ერთი წუთი და გაიარა 260 მეტრი. ადამიანს უკვე შეეძლო ფრენა!

 

თვითმფრინავები

თვითმფრინავები ბევრად გააუმჯობესეს მას შემდეგ, რაც პირველად გახდა შესაძლებელი ფრენა.

 

თქვენ თუ გიფრენიათ თვითმფრინავით? ასეთი ტიპის სამგზავრო თვითმფრინავებს შეუძლიათ დაიტიონ დაახლოებით 450 ადამიანი თავისი ბარგით. ასეთ თვითმფრინავს შეუძლია გატაროს ქვეყნის ან სულაც სამყაროს გარშემო.

ბევრი თვითმფრინავი, რომელიც აგებულია იმისთვის, რომ იფრინოს მაღლა და სწრაფად, იყენებს რეაქტიულ ძრავებს. რეაქტიული ძრავები ძლიერია. ისინი წინ უბიძგებენ თვითმფრინავს; ამისათვის თვითმფრინავი იყენებს ცხელ გაზს. ზოგიერთ რეაქტიულ თვითმფრინავს შეუძლია იფრინოს ბგერის სიჩქარეზე უფრო სწრაფად.

ძველ თვითმფრინავებს ჰქონდათ პროპელერის ძრავი. თითოეული პროპელერის ფრთა ისე მოქმედებს, როგორც ჩიტის ფრთა. ფრთები ისრუტავენ ჰაერს, როდესაც ისინი ბზრიალებენ. ეს ძალა თვითმფრინავს წინ აძლევს მიმართულებას. მარჯვე პილოტები იყენებენ პატარა პროპელერიან თვითმფრინავებს საჰაერო ტრიუკების საჩვენებლად. ხოლო ფერმერები მას მოსავლის მოსარწყავად იყენებენ.

ზოგიერთი თვითმფრინავი წინასწარ განსაზღვრული მიზნითაა აგებული. საფოსტო თვითმფრინავებს გადააქვთ ამანათები ღამით. სამხედრო თვითმფრინავები ეზიდებიან ტვირთს და დაფრინავენ მწყობრად. თვითმფრინავები მოწყობილია ისე, როგორც ოფისები, რაც ხალხს აძლევს მუშაობის საშუალებას იმ პერიოდში, როცა ისინი მიფრინავენ საქმიან შეხვედრებზე.

 

ვერტმფრენები

ვერტმფრენი საფრენი მანქანების მეორე განსაკუთრებული სახეობაა. მას შეუძლია იფრინოს და დაეშვას თითქმის ყველგან. ვერტმფრენების უმეტესობას აქვს ორი როტორი (ტურბინა). დიდ როტორს მაღლა აჰყავს ვერტმფრენი, ხოლო პატარა ეხმარება მფრინავს მიმართულების აღებისას. თვითმფრინავებისგან განსხვავებით, ვერტმფრენებს შეუძლიათ ფრენა უკანა მიმართულებით და წრიულად. უფრო მეტიც,მათ შეუძლიათ ჰაერში გაჩერებაც.

ზოგი ვერტმფრენი შექმნილია მძიმე ტვირთის გადასატანად.ზოგჯერ მეხანძრეები იყენებენ ვერტმფრენებს ტყეში დიდ მანძილზე გავრცელებული ხანძრის ჩასაქრობად. ვერტმფრენები უფრო სწრაფად დადიან, ვიდრე მანქანები. საავადმყოფოები ხანდახან იყენებენ ვერტმფრენებს დაშავებული ხალხის სწრაფად გადასაყვანად. პოლიცია ვერტმფრენს იყენებს კრიმინალების გამოსადევნებლად და მოსაძებნად. მაშველი ჯგუფი მას იყენებს დაკარგულების მოსაძებნად.

 

დირიჟაბლები და საჰაერო ბურთები

ცხელი ჰაერის საჰაერო ბურთები ძალიან ნელა დაფრინავენ. მათ არ შეუძლიათ მიმართულების აღება, ისინი მიფრინავენ იქით, საითკენაც ქარი უბიძგებს. გაზი ათბობს ჰაერს საჰაერო ბურთის შიგნით და აისვრის მას ცივ ჰაერში. ხალხი საჰაერო ბურთებით დაფრინავს სიამოვნებისათვის. ეს არის არაჩვეულებრივი გზა იმისათვის, რომ დაათვალიერო

ქვეყნის რომელიმე მხარე ზემოდან.

დირიჟაბლიეს არის მფრინავი მექანიზმი, რომლის ნახვაც ხშირად შესაძლებელია სპორტული სახის ღონისძიებებზე. დირიჟაბლი არის მოგრძო სახის საჰაერო ბურთი, რომელიც იყენებს ჰელიუმის აირს. მას აქვს ორი პატარა პროპელერიანი მოტორი და მიმართულებას აკონტროლებს მფრინავი. რადგან დირიჟაბლები ძალიან ნელა დაფრინავენ, ისინი ხალხის ყურადღებას იპყრობენ და ამის გამო კომპანიები მასზე ათავსებენ თავიანთ სახელებს რეკლამისთვის.

 

რაკეტები და კოსმოსური ხომალდები

რაკეტას აქვს ძალიან ძლიერი მოტორი, საიდანაც მოედინება ცხელი აირი. ამ აირის საშუალებით რაკეტა იღებს მიმართულებას. 1957 წელს საბჭოთა კავშირმა გააოცა მსოფლიო, როცა მან გამოიყენა რაკეტა პირველი სატელიტის ასამუშავებლად.

სატელიტის სახელი იყო „სპუტნიკი“. მან ყველას ყურადღება მიიპყრო. ხალხმა დაიწყო საჰაერო მოგზაურობისათვის მზადება, რათა გამხდარიყვნენ ასტრონავტები. ამის შემდეგ რაკეტებმა აიყვანეს ადამიანები მთვარეზე და იქ გაკეთდა პირველი საჰაერო სადგური.

საჰაერო მაქო (ძრავის ნაწილი) ეხმარება რაკეტას ჰაერში აჭრისას. მას მიჰყავს ასტრონავტები საერთაშორისო საჰაერო სადგურისაკენ. დედამიწაზე დაბრუნებისას რაკეტას ეხმარება ფრთები, რათა თვითმფრინავივით დაეშვას.

 

ფრენის სხვა საშუალებები

დღეს ფრენის ბევრი გზა არსებობს. კლდიდან გადმოხტომა შეიძლება პარაშუტით, რომელიც ნელ–ნელა ეშვება დედამიწაზე და მოძრაობს ჰაერის მიმართულებით. დიდი ხნის წინ ხალხს ეგონა, რომ ფრენა მხოლოდ ჩიტებს შეეძლოთ... დღეს კი უკვე ბევრ ადამიანს აქვს ფრენის საშუალება...

თქვენ სად გაფრინდებოდით?