უოლტ დისნეი

 

თქვენ შეიძლება არ იცით, ვინ იყო უოლტ დისნეი. მაგრამ ალბათ იცით მიკი მაუსი, იხვი დონალდი, ფიფქია და შვიდი ჯუჯა. მგონი, გაგახსენდათ თქვენი საყვარელი მულტფილმის გმირები! მიკი მაუსი, ფიფქია და შვიდი ჯუჯა, იხვი დონალდი და კიდევ ბევრი სხვა გმირი უოლტ დისნეიმ შექმნა.

დისნეი ამერიკელი იყო. ის 1901 წელს ჩიკაგოში დაიბადა. ბავშვობაში ძალიან უყვარდა ხატვა. დისნეის ძალიან ლამაზი ნახატები ჰქონდა. ერთხელ ერთმა მეზობელმა პატარა უოლტს ცხენი დაახატვინა და ისე მოეწონა, რომ ფულიც კი გადაუხადა.

უოლტ დისნეის უყვარდა კინოსა და სპექტაკლის ყურება. ხშირად მეგობრებთან ერთად თეატრში მიდიოდა. დისნეი სკოლის სპექტაკლებშიც მონაწილეობდა. მასწავლებელი მასზე ამბობდა, ძალიან ნიჭიერი მსახიობიაო.

როდესაც უოლტ დისნეი გაიზარდა და 16 წლის გახდა, გადაწყვიტა ჯარში წასვლა. 16 წლის ბიჭს ჯარში არავინ წაიყვანდა. დისნეის კი ძალიან უნდოდა წასვლა. მისმა მშობლებმა გადაწყვიტეს, დახმარებოდნენ უოლტს. მათ ასეთი რაღაც მოიფიქრეს: დისნეის დაბადების მოწმობა შეცვალეს. იქ 1901 წლის ნაცვლად 1900 წელი ჩაწერეს. ასე დისნეი უკვე 17 წლის გამოდიოდა. 17 წლის ადამიანს კი ჯარში წასვლა შეეძლო. დისნეი სიხარულით წავიდა ჯარში. ამის გამო ის მშობლებისა ყოველთვის მადლობელი იყო.

 

დისნეი მულტფილმი შექმნა

ჯარიდან დაბრუნების შემდეგ დისნეის მუშაობის დაწყება გაუჭირდა. ფულიც აღარ ჰქონდა. ერთხელაც თავისი ნახატები ერთ-ერთ სტუდიაში გაგზავნა. დისნეის ნახატები ძალიან მოეწონათ და გადაწყვიტეს, მასზე მულტფილმი გადაეღოთ. ამის შემდეგ დისნეიმ კიდევ ბევრი ნახატი დახატა. როდესაც ცოტა ფული იშოვა, გადაწყვიტა, თავის მეგობართან ერთად სტუდია გაეკეთებინა.

 

დისნეის სტუდია

სტუდიაში მათ მულტფილმები უნდა გადაეღოთ. დისნეიმ რეჟისორობა ისწავლა, მულტფილმის ტექსტებსაც თვითონ წერდა. ის მულტფილმის გმირებსაც ხატავდა. მისი მეგობარი, აივერსკი დისნეის მულტფილმების ხატვაში ეხმარებოდა. ისინი ერთად ძალიან საინტერესო მულტფილმებს აკეთებდნენ. პირველი მულტფილმი „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“ გადაიღეს. ამის შემდეგ დისნეიმ „მიკი მაუსი“ გადაიღო. „მიკი მაუსი“ ყველა ბავშვის საყვარელი მულტფილმი გახდა. ის მთელ მსოფლიოში გაიცნეს. მიკი მაუსი ბიჭი თაგვია. მის გვერდით მალე მეგობარი გოგო თაგვიც გამოჩნდა. გოგო თაგვს მინი მაუსი დარქვეს.

 

დისნეის წარმატება

მიკი მაუსმა დისნეის დიდი წარმატება მოუტანა. 1932 წელს დისნეი ოსკარით დააჯილდოეს. ოსკარი ამერიკაში ყველაზე დიდი ჯილდოა. მას მსახიობებს და რეჟისორებს აძლევენ. „მიკი მაუსის“ გადაღებისათვის დისნეიმ ოსკარი აიღო. ამის შემდეგ დისნეიმ კიდევ ერთი ცნობილი მულტფილმი გადაიღო. ამ მულტფილმს „ფიფქია და შვიდი ჯუჯა ჰქვია“. ბავშვებს „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“ ძალიან მოეწონათ.

 

დისნეილენდი

დისნეის ძალიან უყვარდა ბავშვები. ამიტომაც შექმნა ამდენი კარგი მულტფილმი. დისნეიმ გადაწყვიტა, ბავშვებისათვის გასართობი პარკიც გაეკეთებინა. მას უნდოდა, რომ ამ პარკში ბავშვებს ემხიარულათ და ბედნიერები ყოფილიყვნენ. ამ პარკს დისნეილენდიჰქვია. დისნეილენდი პირველად ამერიკის შეერთებულ შტატებში, კალიფორნიაში გაკეთდა. ეს ყველაზე დიდი დისნეილენდია მსოფლიოში. ამის შემდეგ დისნეილენდი აშენდა საფრანგეთში, ჩინეთსა და იაპონიაშიც. დისნეილენდში მოგზაურობა ბევრი ბავშვის ოცნებაა. აქ მათ საოცარი სამყარო ელოდებათ. თუმცა, ყველა ბავშვს არ შეუძლია დისნეილენდში წავიდეს. სამაგიეროდ, მათ შეუძლიათ სახლში დისნეის მუტლფილმებს უყურონ და იმხიარულონ.

 

ბოლოსიტყვაობა

უოლტ დისნეი 65 წლისა გარდაიცვალა. მან შეძლო, ბავშვებისათვის ბევრი კარგი რამ გაეკეთებინა. დღეს მას მთელ მსოფლიოში იცნობენ. მის მულტფილმებს კი მსოფლიოს ყველა ბავშვი უყურებს. უოლტ დისნეიმ შეძლო, ბავშვებისათვის ლამაზი მულტფილმები ეჩუქებინა.