READING.GE

მე ციცი და ცუცა უცხო ქალაქში (ც)

ციცი ჩემი დაა. ცუცა ჩემი ბიცოლა.  მე, ციცი და ცუცა ჩვენს ქალაქში არ ვართ. მე ციცი და ცუცა უცხო ქალაქში ვართ. მე, ციცი და ცუცა დილით ადრე ავდექით, ცივი შხაპი მივიღეთ, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ჩავიცვით და ჩვენი სასტუმროდან ქუჩაში ჩამოვედით. მე, ციცი და ცუცა ჩვენი სასტუმროდან ცინცაძის ქუჩაზე ჩინური რესტორნისკენ  წავედით.

-ხომ არ იცით,ცინცაძის ქუჩა სად არის?- ვეკითხებით ტაქსის მძღოლს.

- ცინცაძის ქუჩა ჩვენი ქალაქის ცენტრშია, ცირკის მარცხნივ.

- მაგ ქუჩაზე ჩინური რესტორანიცაა?

- კი, ცინცაძის ქუჩაზე ჩინური რესტორანიცაა. იმ ქუჩაზე ბევრი ჩინელიც ცხოვრობს. ამ ქუჩას ჩინელების ქუჩას ან ჩინელების ჩიხსაც უწოდებენ.

 

მე, ციცი და ცუცა ცინცაძის ქუჩაზე, ჩინურ რესტორნისაკენ გავეშურეთ. ოც წუთში ჩინურ რესტორანში ვიყავით. ცინცაძის ქუჩამდე ფეხით ჩქარ-ჩქარა მივედით. ცოტა ცხელოდა, სიცხეში ჩრდილ-ჩრდილ ვიარეთ. ჩინურში ცხელი და ცივი კერძები მივირთვით. მე ჩინურიკერძები ჩანგლით მივირთვი. ცუცამაც ჩინური კერძები ჩანგლით მიირთვა. ციციმ ჩინური კერძები სპეციალური ჩხირებით მიირთვა.. ციციმ ცხელი მწვანე ჩაიც დალია. ციცის მწვანე ჩაი ჩაიდნით მოართვეს. ცუცამ ცივი ჩაი დააყოლა ჩინურ კერძებს. მეც ცივი ჩაი დავლიე.

* * *

ცხრის ოც წუთზე ჩინური რესტორნიდან გამოვედით. ჩინური რესტორნის შემდეგ ცოტა ფეხით ვიარეთ და ჩეხურ ბარში ჩავედით. გარეთ ცუდი და ცივი ამინდი იყო. ჩეხურ ბარში კარგად ცხელოდა. ჩეხურ ბარში ცივი ჩეხური ლუდი დავაგემოვნეთ. მე, ციცი და ცუცა ხშირად ვსტუმრობთ ჩინურ რესტორანს და ჩეხურ ბარს ჩვენს ქალაქში.ამ უცხო ქალაქშიც მოგვეწონა ჩეხური ბარი და ჩინური რესტორანი