ტატო უნივერსიტეტში (ტ)
ეს ტატოა. ტატო სტუდენტია. ტატო უნივერსიტეტის სტუდენტია. ტატო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის სტუდენტია.
ტატო უნივერსიტეტში იშვიათად მიდის ტაქსით. ტატო უნივერსიტეტში ხშირად მეტროთი მიდის. ტატო უნივერსიტეტში ხანდახან ტრამვაითი მიდის. ტატო უნივერსიტეტში ზოგჯერ მატარებლითაც მიდის.
ტატო ივლისსა და აგვისტოში ისვენებს. ტატოს უნივერსიტეტი სწავლას სექტემბერში იწყებს. ტატოს უნივერსიტეტი ოქტომბერში ცოტა ხნით ისევ ისევენებს. ტატო მარტში სემესტრს ამთავრებს.
ტატოს ჯგუფში თერთმეტი სტუდენტია, ლექტორთან ერთად ლექციაზე თორმეტნი არიან. ტატოს უნივერსიტეტში საინტერესო ლექტორები ატარებენ ლექციებს. უნივერსიტეტში სემესტრი თხუთმეტ კვირას გასტანს. მეთექვსმეტე, მეჩვიდმეტე, მეთვრამეტე და მეცხრამეტე კვირა გამოცდებს დაეთმობა. უნივერსიტეტში გამოცდებს ტესტებით ან ზეპირად უტარებენ სტუდენტებს. უნივერსიტეტში სტუდენტების ტესტირებას „ტესტირების ცენტრი“ ატარებს.
ტატო ბევრს სწავლობს, ბევრს კითხულობს. საღამოს ცოტა დასვენება სჭირდება. ამიტომ საინტერესოდ ატარებს საღამოს. ტანსაცმელს იცვლის და ტელევიზორს უყურებს ან ტელეფონზე ლაპარაკობს. ზოგჯერ ტორტს და ყავას მიირთმევს მეგობრებთან ერთად. ზოგჯერ რესტორანში ატარებს დროს უნივერსიტეტის მეგობრებთან ერთად. ტატო ხშირად თეატრში დადის. თეატრში საინტერესო სპექტაკლებს ნახულობს. ტატოს ყველაზე მეტად თეატრში სპექტაკლებზე სიარული მოსწონს.