READING.GE

ცირკში (კ)

კატო და კოტე სკოლაში არიან. აკაკიც სკოლაშია. კატო კოტეს კლასელია. აკაკიც კატოს და კოტეს კლასელია. კატო, კოტე და აკაკი მესამე კლასში არიან. კატო, კოტე და აკაკი გაკვეთილზე არიან. კოტე კითხულობს. კოტე ხმამაღლა კითხულობს. კოტე კარგად კითხულობს. კოტე ახალ გაკვეთილს კითხულობს

* * *

დღეს პარასკევია. კატო, კოტე და აკაკი კვირას ელიან. კვირას ისინი ცირკში მიდიან. კვირას ისინი ერთად მიდიან ცირკში. ცირკი ძალიან საინტერესოა. კატოს კლოუნი მოსწონს. კოტესაც მოსწონს კლოუნი. აკაკისაც მოსწონს კლოუნი. როდის მოვა კვირა

 

კატო, კოტე და აკაკი მეგობრები არიან. ისინი ერთ კორპუსში ცხოვრობენისინი ერთად ამზადებენ გაკვეთილებს. ისინი ერთად კითხულობენ. ისინი ერთად სადილობენ. ისინი ცირკში ერთად დადიან. ისინი კინოშიც ერთად დადიან. ისინი კონცერტზეც ერთად დადიან. ისინი კაფეშიც ერთად დადიან. ისინი კარგი მეგობრები არიან.

* * *

დღეს კვირაა. მეგობრები ცირკში მიდიან. მეგობრებს ცირკი მოსწონთ. მეგობრებს კლოუნი მოსწონთ...

რა კარგია კვირა! რა კარგია ცირკი! რა კარგია მეგობრობა!