მე მინდა


- მიცანით? მე პაკო ვარ.ჩემს მეგობრებს სულ აინტერესებთ, რა მინდა. გითხრათ?

მე მინდა ბევრი წიგნი.

მე მინდა ბევრი სათამაშო.

მე მინდა ლამაზი სახლი.

მე მინდა ლამაზი ეზო.

მე მინდა მყავდეს მუდამ ბედნიერი დედა.

მე მინდა მყავდეს მუდამ ბედნიერი მამა.

მე მინდა მყავდეს მუდამ გახარებული ძმა.

მე მინდა მყავდეს მუდამ ჯანმრთელი ბებია და ბაბუა.

მე მინდა მყავდეს ხალისიანი მეგობრები.

მე მინდა მეგობრებთან ერთად თამაში.

მე მინდა ვხედავდე გახარებულ ბავშვებს.

მე მინდა ვხედავდე ბედნიერ ბავშვებს.

მე მინდა ვხედავდე გაღიმებულ უფროსებს.

აი, რამდენი რამე მინდა! ყველა ბავშვს ბევრი სურვილი აქვს. თაკოსაც ბევრი სურვილი აქვს. თოკოსაც ბევრი სურვილი აქვს.

თაკო, შენ რა გინდა? თოკო, შენ რა გინდა? ბავშვებო, თქვენ რა გინდათ?

მე მინდა, რომ სურვილების ასრულებაში დაგეხმაროთ. თაკოს უნდა, რომ სურვილების ასრულებაში დაგეხმაროთ. თოკოსაც უნდა, რომ სურვილების ასრულებაში დაგეხმაროთ. მე კიდევ მინდა, ჩვენ ერთად დავწეროთ ჩვენი სურვილები. მე მინდა, რომ ჩვენ ერთმანეთს სურვილების ასრულებაში დავეხმაროთ.