კინოჩვენება


თოკოს და თაკოს დედა მასწავლებელია. ვიკას დირექტორს იდეა მოუვიდა, სკოლის მასწავლებლების შვილებისთვის კინოჩვენება მოეწყოთ. ყველა თანამშრომლის შვილი დაპატიჟეს ჩვენებაზე. დღეს საინტერესო ფილმი უნდა აჩვენონ: `მელა და ძაღლი 2’. ეს ანიმაციური ფილმია. ფილმ `მელა და ძაღლის~ გაგრძელებაა. იგი უოლტ დისნეის კინოსტუდიამ გადაიღო. თოკო და თაკო მოუთმენლად ელიან ფილმის ნახვას. თოკომ და თაკომ დედას სთხოვეს, ფილმზე პაკოც წაეყვანათ. პაკო ძალიან გაახარა მეგობრების მიპატიჟებამ.

`ფილმი ძაღლისა და მელას მეგობრობაზეა. ძაღლი კუპერი და მელა ტოდი შეხვდებიან ძაღლების მუსიკალურ ანსამბლს, რომელშიც 5 ძაღლია. კუპერს ძალიან მოუნდება ჯგუფის წევრობა. ერთ კონცერტზე ძაღლების ჯგუფის ორი წევრი წაიჩხუბებს და ერთ-ერთი წევრი დატოვებს ჯგუფს. კონცერტი რომ არ ჩაიშალოს, კუპერი იმღერებს ჯგუფში. კონცერტი ძალიან წარმატებული აღმოჩნდება. კუპერი მომღერალთა ჯგუფის წევრი გახდება. კუპერი მთელ დღეს ჯგუფთან ერთად ატარებს. ტოდი თავს მიტოვებულად გრძნობს. ნაწყენია თავის მეგობარ კუპერზე. ნაწყენი ტოდი კუპერს ჩაუშლის ერთ-ერთ კონცერტს. კუპერს ჯგუფიდან გამოუშვებენ და ჯგუფიც დაიშლება.

ტოდმა მიზანს მიაღწია, მაგრამ ხვდება თავის დანაშაულს. მეორე დღეს ტოდი და კუპერი ხვდებიან ერთმანეთს. ერთმანეთს ბოდიშს უხდიან. მალე ტოდის დახმარებით კუპერი შეძლებს ჯგუფის აღდგენას და ძაღლების ჯგუფი შეასრულებს მათს საუკეთესო სიმღერას: `ჩვენ ჰარმონიაში ვართ”.

ფილმი საბოლოოდ მთავრდება კუპერის გადაწყვეტილებით _ იგი მაინც ტოვებს ჯგუფს და ტოდთან თამაშს არჩევს~...

 

-ჩვენ ყოველთვის მეგობრები ვიქნებით! _ ამბობს პაკო

-ჩვენ ყოველთვის საუკეთესო მეგობრები ვიქნებით, ყოველთვის დავეხმარებით ერთმანეთს! - ეთანხმება თოკო პაკოს. თაკო მორცხვად იღიმება თოკოს და პაკოს საუბარზე...

ფილმის ჩვენების შემდეგ ბავშვებმა ისადილეს კიდეც. ვიკას დირექტორს პიცა, ხაჭაპური და კარტოფილი ჰქონდა შეკვეთილი. მეგობრებმა საინტერესო ფილმი ნახეს მეგობრობაზე, ბევრი ისაუბრეს, გემრიელი ვახშამიც მიირთვეს და კმაყოფილები ბრუნდებიან სახლში.

-თოკო, იცი რა, გინდა ამ ფილმის ჩვენება სკოლაშიც გავაკეთოთ? ჩვენს კლასელებსაც ვაჩვენოთ ფილმი ანა მასწავლებელთან ერთად და განვიხილოთ მეგობრების ამბავი, - სთავაზობს თაკო ძამიკოს.

-აუცილებლად გავაკეთოთ, მომავალ კვირას დავგეგმოთ! - ეთანხმება აღტაცებული თოკო დაიკოს.