ძილის დროა


 

ეს არის პაკო.

პაკო თაკოს და თოკოს მეგობარია.

პაკოს ძილის დროა. პაკოს ძილის დროა, იმიტომ რომ მზე ჩავიდა.

პაკოს ძილის დროა, იმიტომ რომ მთვარე ამოვიდა.

პაკოს ძილის დროა, იმიტომ რომ ვარსკვლავები არიან ცაზე.

პაკოს ძილის დროა, იმიტომ რომ უკვე ღამეა.

პაკოს ძილის დროა, იმიტომ რომ უკვე ივახშმა.

პაკოს ძილის დროა, იმიტომ რომ წიგნი წაიკითხა.

პაკოს ძილის დროა, იმიტომ რომ დედამ ზღაპარი უამბო.

პაკოს ძილის დროა, იმიტომ რომ გვიანია.