კლასელები


პაკო, თაკო და თოკო კლასელები და მეგობრები არიან. პაკოს, თაკოს და თოკოს სხვა კლასელებიც ჰყავთ. პაკოს, თაკოს და თოკოს რვა თანაკლასელი გოგო და შვიდი თანაკლასელი ბიჭი ჰყავს. კლასში პაკოს, თაკოს და თოკოს ჩათვლით 18 მოსწავლეა. ანა მასწავლებელი თაკოს, პაკოს და თოკოს კლასის დამრიგებელი და ქართულის მასწავლებელია. თაკოს, პაკოს და თოკოს სხვა მასწავლებლებიც ასწავლიან. მათემატიკის მასწავლებელს მაია ჰქვია. ბუნების მასწავლებელს გიორგი ჰქვია. ინგლისურის მასწავლებელს ირაკლი ჰქვია. სპორტის მასწავლებელს ელისო ჰქვია. მუსიკის მასწავლებელს ნინო ჰქვია. თაკო, პაკო და თოკო სწავლას დილის 9 საათზე იწყებენ. თაკოს, პაკოს და თოკოს ყოველდღე 5 გაკვეთილი აქვთ. თაკო, თოკო და პაკო სწავლას 2 საათზე ამთავრებენ თაკოს, პაკოს და თოკოს ძალიან უყვართ თავიანთი თანაკლასელები და მასწავლებლები. თაკოს, პაკოს და თოკოს ძალიან უყვართ სკოლაში სიარული.