პაკოს პროექტი


 

პაკომ მეგობრების გარეშე ძალიან მოიწყინა. სხვა უამრავი მეგობარიც ჰყავს პაკოს, მაგრამ თაკო და თოკო განსაკუთრებით უყვარს. მართალია, ფეფო და ჩიკო პაკოსთან არიან, მაგრამ ტყუპები ძალიან ენატრება. განიცდის მათ არყოფნას. ერთ რამეზე ოცნებობს, რაც შეიძლება მალე დაბრუნდნენ სკოლაში თოკო და თაკო.

პაკო მოწყენილია, მაგრამ მისი ცხოვრება დიდად არ შეცვლილა. პაკო ჩვეულებრივ დადის სკოლაში, ფეხბურთზე, ცეკვაზე და ა.შ. უბრალოდ, თოკო და თაკო აღარ დადიან მასთან ერთად...

სკოლაში ძველებურად იმართება სხვადასხვა ღო-ნისძიება. ამ კვირაში ევროპის კვირეულია. ანა მასწავლებელმა მოსწავლეებს დაავალა ევროპის რომე-ლიმე ქვეყანაზე მოემზადებინათ პროექტი. პაკომ ინ-გლისი აირჩია. ინგლისზე რაც შეიძლება ბევრი და საინტერესო ინფორმაცია უნდა მოაგროვოს და მეგობრებს გაუზიაროს.

ინფორმაციის მოსაპოვებლად სახლში მისულმა პა-კომ მამას დაუწყო გამოკითხვა...

-მამა, ინგლისთან დაკავშირებით, პირველი რა გახ-სენდება?

-ინგლისთან დაკავშირებით პირველი ფეხბურთი მახსენდება...

-მართლა, რატომ?

-რატომ და _ ფეხბურთი ინგლისში გამოიგონეს. მაგრამ ამბობენ, ფეხბურთს ეგვიპტეში, საბერძნეთში, ჩინეთსა და მაიას უძველესი ცივილიზაციის დროსაც თამაშობდნენ ძალიან დიდი ხნის წინ. მაგრამ მაინც ინ-გლისი ითვლება ფეხბურთის სამშობლოდ. ფეხბურთის თამაში ინგლისში მეცხრამეტე საუკუნეში დაიწყეს. თავ-იდან წესების გარეშე თამაშობდნენ. ყველა თამაში ჩხუბითა და აყალმაყალით მთავრდებოდა. საქმე იქამდეც მივიდა, რომ ინგლისის მეფემ ფეხბურთის თამაში აკრძალა. ინგლისელებს იმდენად უყვარდათ ფეხბურთი, რომ მეფე იძულებული გახდა, აკრძალვა გაეუქმებინა. მალე, 1863 წელს ფეხბურთის წესებიც შეიქმნა ინგლისში. 1871 წელს ინგლისის ჩემპიონატიც ჩატარდა და მეორე წელს ინგლისისა და შოტლანდიის ნაკრებებიც შეხვდნენ ერთმანეთს.

-დიდი მადლობა, ეს რა კარგი ამბები მითხარი, აუცილებლად გამოვიყენებ ჩემი პროექტისთვის... დედა, შენ რა გახსენდება ინგლისთან დაკავშირებით? _ ახლა დედას მიუბრუნდა პაკო.

-მე პრინცესა დაიანა მახსენდება. ბრიტანეთში მონარქიაა. ბრიტანეთის მონარქი ელისაბედ მეორეა. Dი-ანა ბრიტანეთის დედოფლის შვილიშვილი პრინცი ჩარლზის მეუღლე იყო.. თვითონ დაიანა უელსელი არისტოკრატების, კერძოდ სტიუარტების შთამომავალი იყო, გვარად სპენსერი. მან პრინც ჩარლზე იქორწინა 1981 წელს. დიანას და ჩარლზს ორი ვაჟი შეეძინათ, პრინცი უილიამი და პრინცი ჰარი. პრინცესა დაიანა გან-საკუთრებით უყვარდა ყველას, მის სიკეთესა და გუ-ლისხმიერებაზე ყველა ლაპარაკობდა. ის თავისი სილა-მაზითა და მომხიბვლელობითაც გამოირჩეოდა. სამ-წუხაროდ, პრინცი ჩარლზი და დაიანა ერთმანეთს დაშორდნენ. განქორწინების შემდეგ დაიანას ეგვიპტელი პროდიუსერი დოდი ალ-ფაიედი შეუყვარდა. მიუხედავად იმისა, რომ დაიანა პრინცესა აღარ იყო, მაინც ჟურნალ-ისტების და ფოტოგრაფების ყურადღების ცენტრში იმყოფებოდა. ერთ დღეს დაიანა და დოდი პარიზში იმყოფებოდნენ. მოულოდნელად ისინი პაპარაცებმა შეამჩნიეს და სურათების გადაღება მოინდომეს. პაპარა-ცებს დაიანას და დოდის სურათები გაზეთებსა და ჟურნალებში დასაბეჭდად უნდოდათ. დაიანა და დოდი შეეცადნენ, პაპარაცებისგანიმალულიყვნენ და მანქანის სიჩქარეს მოუმატეს. სწრაფად მიმავალი მანქანა მძღოლმა ვეღარ დაიმორჩილა და ავტოავარიაში მოყვნენ. დაიანაც, დოდიცა და მძღოლიც ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალნენ...

-დედა, შენც რა საინტერესო ისტორია მიამბე. ჩემი პროექტისთვის ძალიან ბევრი საინტერესო ამბავი დამი-გროვდა. ცოტას ინტერნეტში მოვიძიებ ინგლისის შესახებ და კარგი პროექტიც გამომივა, _ ამბობს დედისა და მამის მონაყოლით კმაყოფილი პაკო.