შუქნიშანი გადასასვლელზე


თოკო, თაკო და პაკო მეზობლები არიან. ისინი სკოლაში ერთად დადიან, სკოლიდან სახლშიც ერთად ბრუნდებიან. სახლიდან ეზოში ერთად ჩადიან. ეზოდან სახლში ერთად ადიან. თითქმის სულ ერთად არიან.

სახლიდან სკოლამდე რამდენიმე ქუჩას გადიან. ყველა ქუჩაზე ფრთხილად გადადიან. სახლიდან სკოლამდე ბევრი პატარა გადასასვლელია. სახლიდან სკოლამდე ერთი დიდი გადასასვლელიც არის. დიდGგადასასვლელზე შუქნიშანია. შუქნიშანს სამი ფერი აქვს. თოკო, თაკო და პაკო ჩერდებიან წითელ ფერზე. ბავშვები ემზადებიან გადასასვლელად ყვითელ ფერზე. ბავშვები გადადიან გადასასვლელზე მწვანე ფერზე.

-შუქნიშანი სად იყო პირველად? - კითხულობს თაკო.

-მე ვიცი! - პასუხობს გახარებული პაკო, - პირველი შუქნიშანი ინგლისში იყო. შუქნიშანს ორი ფერი ჰქონდა. წითელ ფერზე ჩერდებოდნენ, მწვანე ფერზე გადადიოდნენ. წითელ ფერზე არ გადადიოდნენ. მწვანე ფერზე არ ჩერდებოდნენ. ყვითელი ფერი არ ჰქონდა შუქნიშანს...

-მართლა? - ეკითხება გაკვირვებული თოკო.

-კი, მართლა, მამამ მიამბო, - აგრძელებს პაკო. - მანქანები ჯერ არც იყო. ჯერ შუქნიშანი იყო, მერე მანქანა. შუქნიშანი მანქანაზე უფრო ადრე იყო. ხალხისთვის და ეტლებისთვის იყო შუქნიშანი. მანქანა მერე გამოიგონეს. M

-ჯერ შუქნიშანი იყო, მერე მანქანა? - იმეორებს გაკვირვებული თოკო.

-დედას და მამასაც მოვუყვებით, იმათაც გავაკვირვებთ, - აგრძელებს თაკო.