კინოში

დღეს ისევ შაბათია და თაკო, პაკო და თოკო ისვენებენ. პაკოს მამამ ბავშვები ფილმზე დაპატიჟა კინოთეატრში. თაკომ სახლში დარჩენა გადაწყვეტა. კინოში პაკო და თოკო წავიდნენ.

კინოთეატრში შესვლამდე სალაროსთან ბილეთები შეიძინეს. კინოთეატრში უამრავი გასართობი დახვდათ ბიჭებს. ითამაშეს სხვადასხვა გასართობ მანქანაზე. ბოლოს კოკა-კოლა და პოპკორნიც შეიძინეს და ფილმის საყურებლად კინოდარბაზში შევიდნენ.

თოკოს და პაკოს დარბაზში კარგი ადგილები შეხვდათ. მეთორმეტე რიგში ისხდნენ, შუა ადგილებზე და ყველაფერს ძალიან კარგად ხედავდნენ.

მეგობრებმა ძალიან საინტერესო ფილმი ნახეს. ფილმი მათ თანატოლ ბავშვებს შეეხებოდა. ფილმი ორი მეგობრის - ჯეიმსისა და ჯორჯის შესახებ იყო. ისინი ერთად სწავლობდნენ და მეგობრობდნენ. მეგობრები ერთ ეზოში ცხოვრობდნენ და მეზობლებიც იყვნენ. ბიჭები ძალიან მეგობრობდნენ, თუმცა მათი ოჯახები ძალიან განსხვავებული იყო. ჯორჯის ოჯახი მდიდარი იყო, ჯეიმსის ოჯახს კი ძალიან უჭირდა.

თოკოს და პაკოს ფილმიდან ერთი ეპიზოდი განსაკუთრებით დაამახსოვრდათ: ერთ დღეს სკოლაში კლასელებმა ექსკურსიაზე წასვლა გადაწყვიტეს. ექსკურსიაზე წასასვლელად მშობლებს ფული უნდა შეეგროვებინათ. ჯეიმსს ძალიან უნდოდა ექსკურსიაზე წასვლა, მაგრამ ოჯახს თანხა არ ჰქონდა. ამიტომ ჯეიმსმა მოიმიზეზა, ავტობუსით მგზავრობას ვერ ვიტან, ცუდად ვხდებიო და წასვლაზე უარი თქვა. ჯორჯი მიხვდა, რაც ხდებოდა, მაგრამ მეგობრის ნაცვლად ფულის დადება მოერიდა. ჯეიმსს შეიძლებოდა სწყენოდა მისი ეს საქციელი. ამიტომ მამას სთხოვა, ის და ჯეიმსი მანქანით წაეყვანა ექსკურსიაზე. ჯეიმსს კი უთხრა, რომ ისიც ვერ იტანდა ავტობუსით მგზავრობას და მამამისი მანქანით წაიყვანდა.

ჯეიმსი და ჯორჯი ძალიან კმაყოფილები დარჩნენ ექსკურსიით.

ფილმში კიდევ უამრავი ეპიზოდი იყო ჯეიმსის და ჯორჯის მეგობრობის შესახებ, მაგრამ ექსკურსიის ამბავმა განსაკუთრებით იმოქმედა ბიჭებზე.

სიის ამბავმა განსაკუთრებით იმოქმედა ბიჭებზე.