ტანსაცმლის ბაზრობაზე
დღეს კვირაა. თოკოს და თაკოს მშობლები ისვენებენ.
-ვაკო, ახალი ამბავი გაიგე, თბილისში მოლი გაუხსნიათ! - ეუბნება ვიკა მეუღლეს.
-მოლი რა არის? - კითხულობენ ერთხმად ტყუპები.
-მოლი დიდი სავაჭრო ცენტრია. ამ სავაჭრო ცენტრში ბევრი ტანსაცმლის მაღაზიაა, - პასუხობს მშვიდად ვაკო ბავშვებს.
-არ ვიცოდი, მოლი თუ გახსნეს, თუ გინდა, ბავშვებიც წავიყვანოთ და წავიდეთ მოლში.
-კი, წავიყვანოთ ბავშვებიც, ახალი ტანსაცმელიც სჭირდებათ და ფეხსაცმელიც, - ეთანხმება ვიკა ქმარს.
ახალი მოლი მართლაც ძალიან კარგი აღმოჩნდა. უამრავი მაღაზია, კაფეები, რესტორნები, გასართობი ადგილები. ხალხიც უამრავი ტრიალებდა, მანქანაც უამრავი იყო. სად გაეჩერებინათ მანქანები, აღარ იცოდნენ.
მოლის წინა მხარეს სულ ქალების მაღაზიები იყო. მოლის უკანა მხარეს _ სულ მამაკაცების მაღაზიები. ქალისა და მამაკაცის მაღაზიებს შორის სულ ბავშვების მაღაზიები იყო.
ბავშვები და მშობლები ბავშვების მაღაზიაში შევიდნენ.
-ხომ არ დაგეხმაროთ? - შემოეგებათ გოგონა მაღაზიაში შესვლისას.
-კი, თუ შეიძლება, რვა წლის ბავშვებისთვის გვინდა ტანსაცმლის შერჩევა, - უპასუხა ვაკომ.
-ძალიან კარგი, ოდნავ წინ წადით და იქ გოგონების კაბებია.
-ბიჭის შარვლები სად არის? - არ ისვენებს თოკო.
-ბიჭის შარვლები უფრო წინაა. შარვლები კაბებსა და ქურთუკებს, ჯემპრებსა და პიჯაკებს შორისაა.
-ძალიან კარგი, ჯერ კაბებს ვიყიდით, შემდეგ შარვლებს, შემდეგ ქურთუკებს, ჯემპრებსა და პიჯაკებს, - პასუხობს გახარებული თაკო.
მშობლებმა უამრავი ტანსაცმელი უყიდეს თოკოს და თაკოს.
- ფეხსაცმელები დაგვრჩა საყიდელი, ფეხსაცმელების მაღაზია ქალების ტანსაცმლის მაღაზიის უკან, კაცების მაღაზიის წინ და ბავშვების ტანსაცმლის მაღაზიის გვერდით იყო. სხვა დროს წამოვიდეთ და ფეხსაცმელებიც ვუყიდოთ ტყუპებს, - შეთანხმდნენ მშობლები.