8 მარტი


დღეს 1 მარტია. მალე 8 მარტი მოდის. თაკო და თოკო დაფიქრდნენ. დედას საჩუქარი უნდა გაუკეთონ 8 მარტს. 8 მარტი ხომ ქალების დღეა!

- თაკო, რა ვაჩუქოთ დედას 8 მარტს? - კითხულობს თოკო.

- რა გაეხარდება დედას ყველაზე მეტად? - ფიქრობს თაკო.

- პაკოს ვკითხოთ! პაკოც აპირებს დედისთვის საჩუქრის გაკეთებას, - მოიფიქრა თაკომ.

- მოდი, ვკითხოთ! - დაეთანხმა თოკო.

- პაკო, რას აჩუქებ დედას რვა მარტს? - ეკითხება თაკო პაკოს.

- რაც დედას ყველაზე მეტად გაუხარდება, - პასუხობს პაკო.

- რა გაუხარდება დედას ყველაზე მეტად? - ეკითხება თოკო პაკოს.

- დედას ყველაზე მეტად ჩემი ხელით გაკეთებული საჩუქარი გაუხარდება, - პასუხობს პაკო.

ბავშვები ფიქრობენ.

- მე ვიცი, რა გაუხარდება დედას! - ყვირის თაკო.

- დედას ყვავილები უყვარს. დედას სურათები უყვარს. დედას ყველაზე მეტად ლამაზი ყვავილების სურათი გაუხარდება!

- მოვიფიქრე! - ყვირის თოკო, - თაკო, სად არის შენი ფოტოაპარატი?

- ოთახშია, ახლავე მოვიტან! - აჩქარდა თაკო.

ბავშვები ნინო დეიდას ესტუმრნენ. ნინო დეიდა მეზობელია. ნინო დეიდას აივანზე ბევრი ყვავილები აქვს. ნინო დეიდას ყვავილები უყვარს. თაკომ და თოკომ ყვავილების სურათები გადაიღეს. თაკოს და თოკოს მამაც ეხმარება. სურათები გაამჟღავნეს. საუკეთესო სურათი აარჩიეს. თოკომ და თაკომ ლამაზი ჩარჩო თავისი ხელით გააკეთეს. დედას სარვამარტო საჩუქარი მზადაა!