ჩიკომ თამაში ჩაშალა
ჩიკო თოკოს და თაკოს ახალი თუთიყუშია. ჩიკო მალე შეეჩვია თოკოს და თაკოს სახლს. თაკოც შეეჩვია ჩიკოს. თოკო, თაკო და პაკო ხშირად ეთამაშებიან ჩიკოს. ჩიკო ბავშვების მეგობარია. ჩიკო, ბავშვების გარდა, ფეფოს მეგობარიცაა. ფეფოც ხომ ბავშვების მეგობარია! მოკლედ, ჩიკო თოკოს, თაკოს, პაკოს და ფეფოს მეგობარია.
თოკომ და პაკომ დღეს ფეხბურთის თამაში წამოიწყეს. თოკო, პაკო და მათი მეგობრები შეიკრიბნენ ეზოში. ბავშვები ორ გუნდად გაიყვნენ. სპორტის მასწავლებელიც აქ არის. სპორტის მასწავლებელი მსაჯია. გამარჯვებული გუნდი პრიზებით დაჯილდოვდება. ბავშვები ძალიან მონდომებულები არიან. ყველას გამარჯვება უნდა. სპორტის მასწავლებელიც მონდომებულია. მსაჯის ფორმაც აცვია. სასტვენიც თან აქვს. ნამდვილი საფეხბურთო მატჩია.
თაკო ჩიკოსთან ერთად უყურებს ფეხბურთს. ჩიკოც კმაყოფილია. მოსწონს ფეხბურთი. ჩიკოს მსაჯის სტვენა მოსწონს განსაკუთრებით. გაკვირვებული უყურებს მსაჯს. მსაჯის დასტვენის შემდეგ თვითონაც უსტვენს. ყველა ჩიკოს უყურებს. ზუსტად მსაჯის სტვენას ჰგავს ჩიკოს სტვენა. მალე მსაჯის სტვენის გარეშეც დაიწყო სტვენა ჩიკომ. ჩიკოს სტვენაზე მოთამაშეებიც ჩერდებიან. დაიბნენ ბავშვები: ვერ გაიგეს, მსაჯი უსტვენს თუ თუთიყუში. მსაჯიც ვერ მიხვდა, რა უნდა ექნა. ჩიკო აღარ ჩერდებოდა. უსტვენდა და უსტვენდა... თაკო შეეცადა ჩიკოს გაჩუმებას. `ნუ უსტვენ, თამაში იშლება!~ - შეუტია თაკომ ჩიკოს, მაგრამ...
თამაში ჩაიშალა. ჩიკო ერთი კვირა სახლშიც არ გაჩერებულა. სულ უსტვენდა და უსტვენდა.