მაღაზიაში
ხვალ მეგობრობის დღეა. მეგობრებმა მეგობრობის დღის აღნიშვნა გადაწყვიტეს. თოკო, პაკო და თაკო მაღაზიაში მიდიან წვეულებისთვის სურსათის საყიდლად. მაღაზიას აქვს ოთხი სექცია:
`ხორცი~
`ხილ-ბოსტნეული”
`ტკბილეული”
`სასმელი~:
`სასმელის~ სექციაში იყიდება ლიმონათი, კოკა-კოლა, წვენი, წყალი, ბორჯომი, ცივი ჩაი, ლუდი, ღვინო, არაყი, შამპანური, ვისკი, კონიაკი.
`ხილ-ბოსტნეულის~ სექციაში იყიდება ვაშლი, მსხალი, საზამთრო, ბანანი, მანდარინი, ფორთოხალი, ყურძენი კარტოფილი, კიტრი, პომიდორი, სტაფილო, კომბოსტო, ჭარხალი, ნიორი, მწვანილი.
`ტკბილეულის~ სექციაში იყიდება კანფეტი, შოკოლადი, ნამცხვარი, ვაფლი, ნაყინი, გოზინაყი, ჰალვა.
`ხორცის~ სექციაში იყიდება ქათმის ხორცი, საქონლის ხორცი, ღორის ხორცი და თევზეული.
Pპაკომ წვეულებისთვის შეიძინა ლიმონათი, კოკა-კოლა, წვენი. თაკომ წვეულებისთვის შეიძინა ვაშლი, მსხალი, საზამთრო, ბანანი, კარტოფილი, კიტრი, პომიდორი, სტაფილო, კომბოსტო, მწვანილი. თოკომ წვეულებისთვის შეიძინა კანფეტი, შოკოლადი, ნამცხვარი, ნაყინი. ძროხის, ქათმის და ღორის ხორცი თოკოს და თაკოს დედა-მამამ შეიძინეს ბავშვების წვეულებისთვის.
-მგონი, ყველაფერი ვიყიდეთ, ხვალ კარგი წვეულება გვექნება, კარგ დროს გავატარებთ, - ამბობენ თაკო, პაკო და თოკო და მოუთმენლად ელიან ხვალინდელ წვეულებას.