პაკოს ახალი მანქანა


 

-თოკო, მამაშენის მანქანა რა მარკისაა“- ეკითხება პაკო მეგობარს.

-რა?“ - ვერ გაიგო კითხვა თოკომ.

-მამაშენს რა მანქანა ჰყავს? - უმეორებს შეკითხვას პაკო.

-`მერსედესი“- პასუხობს თოკო... .

პაკოს ძალიან უყვარს მანქანები. დაინახავს თუ არა მანქანას, ყველას ეკითხება: „რა მარკისაა?“ უკვე ყველა მარკის მანქანას ცნობს: `მერსედესი~, `ნისანი~, `ოპელი~, `ნივა~, `ჟიგული~, `ტოიოტა~ და ა.შ.

პაკოს ნამდვილი მანქანა არ ჰყავს. პაკოს სათამაშო მანქანა ჰყავს. სათამაშო მანქანაა, მაგრამ ძალიან დიდია. პაკო, თოკო და თაკო თავისუფლად სხდებიან სათამაშო მანქანაში. მარტო ეზოში ატარებენ სათამაშო მანქანას. საჭეს უკვე კარგად ატრიალებს პაკო. ნამდვილი მძღოლივით ატარებს სათამაშო მანქანას.

პაკო ოცნებობს ნამდვილ მანქანაზე. მოსწონს, მისი მეგობრების მშობლები მანქანით რომ ატარებენ. პაკოს ოცნება უსრულდება. ბავშვებს რაც ძალიან უნდათ, ყოველთვის უსრულდებათ. პაკოს მამამ მანქანა იყიდა. პაკოს უკვე ნამდვილი მანქანა ჰყავს. არა, თვითონ არ ჰყავს, მამას ჰყავს, მაგრამ მამას მანქანა ხომ პაკოსიცაა. მამა სკოლაში მანქანით ატარებს. პაკო ძალიან ბედნიერია. მალე ნამდვილ მანქანასაც ატარებს. მანამდე კი სათამაშო მანქანით მოუწევს ისევ სიარული.