მეგობრები წაკამათდნენ


 

პაკო და თოკო განუყრელი მეგობრები არიან. ისინი სკოლაში ერთად დადიან. ისინი ფეხბურთზეც ერთად დადიან. ისინი ეზოში ერთად თამაშობენ. ისინი სულ ერთად არიან. მათ არაფერი აქვთ გასაყოფი, მაგრამ....

მოულოდნელად პაკო და თოკო წაკამათდნენ. მეგობრებმა სკოლაში გადაწყვიტეს, ფეხბურთის გუნდი შეექმნათ. გუნდს `ბარსელონა~ დაარქვეს. ზოგი მეკარეა, ზოგი მცველი, ზოგი ნახევარმცველი და ზოგი _ თავდამსხმელი. კლასში თერთმეტი ბიჭია. ყველას თავის ნომერი უნდა ჰქონდეს. ჯერი პაკოს და თოკოს ნომრებზე მიდგა.

-მე ათი ნომერი ვარ! - დაასწრო თოკომ პაკოს.

-მესი მე ვარ, ამიტომ ათი ნომერიც მე ვარ! - გაცხარდა პაკო.

-მესი შენ კი არა, მე ვარ და ათი ნომერიც მე ვარ! - არ დაუთმო თოკომ.

თაკომ ვერაფრით შეარიგა მეგობრები. პაკო და თოკო _ ორივე ნაწყენია. გუნდი ვერ შექმნეს. ათი ნომერი ვერ გაიყვეს. არც ერთმა არ დათმო.

-იდეა გამიჩნდა! - წამოიძახა თაკომ.

-რა იდეა? - ერთხმად შესძახეს ბიჭებმა.

- ათი ნომრის გარეშე ითამაშეთ. არც ერთი არ იყოს ათი ნომერი და ისე გადაინაწილეთ ნომრები!

ბიჭებს თაკოს იდეა მოეწონათ და გუნდიც ადვილად შექმნეს.