თოკომ და თაკომ თუთიყუში დაკარგეს


თოკოს და თაკოს თუთიყუში ძალიან ჭკვიანი იყო. შოკოს გალიის კარი სულ ღია იყო. შოკო დაფრინავდა ოთახიდან ოთახში. ძალიან უყვარდა თოკოს და თაკოს მხრებზე მოკალათება. ღამეს გალიაში ათევდა. დილით სტვენით აღვიძებდა თოკოს და თაკოს.

მალე შოკომ გარეთ გასვლაც დაიწყო. ზოგჯერ თავის ფანჯარას ვეღარ ცნობდა. თოკო და თაკო დაუძახებდნენ: “შოკო, აქ ვართ, აქ შემოფრინდი”. შოკოც ბავშვების ხმაზე შემოფრინდებოდა ხოლმე სახლში.

ერთ დღეს შოკო გაფრინდა ფანჯრიდან და აღარ დაბრუნდა. თოკო და თაკო ბევრს ეძახდნენ. ბავშვებმა თუთიყუშს ხმა ვერ მიაწვდინეს. ეტყობა, შოკო ძალიან შორს გაფრინდა და დაიკარგა.

ბავშვებმა ბევრი ეძახეს თუთიყუშს. ბევრი ეძებეს შოკო. ახლო-მახლო ქუჩები შემოიარეს. შოკოს გზა-კვალს ვეღარ მიაგნეს.

თოკომ და თაკომ დიდხანს იდარდეს შოკოს დაკარგვა. ბავშვები ყოველ დილით მიადგებოდნენ ფანჯრებს და ისევ და ისევ უხმობდნენ შოკოს: `შოკო, შოკო, შოკო...~ - მაგრამ თუთიყუში აღარსად ჩანდა.